დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პაატა ზაქარეიშვილი - არასოდეს მითქვამს, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულება წარმატებაა
ავტორი:
2014/დეკემბერი/08 17:30:02
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, მას არასოდეს უთქვამს, რომ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულება არის წარმატება. ამის შესახებ ზაქარეიშვილმა დღეს ღია მმართველობის ფარგლებში ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
"მე არც ერთხელ მითქვამს, რომ ეს ხელშეკრულება არის წარმატება, რადგან ეს ხელშეკრულება ჩვენთვის არაფერი არ არის. მაშინ მომიტანეთ ფრაზა, სადაც მე ვთქვი წინადადება, რომ ესა და ეს ხელშეკრულება არის წარმატება. ჟურნალისტმა დამისვა შეკითხვა და ვუპასუხე – დიახ. ასე რომ, ერთადერთი ციტატა, რომელიც შეგიძლიათ თქვენ მომიტანოთ, არის "დიახ". ვლაპარაკობდი საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე და ჟურნალისტმა მკითხა, ეს ხელშეკრულება არის თუ არა წარმატება? ვაღიარებ რომ ვთქვი "დიახ", მაგრამ თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია ზაქარეიშვილის გამოჭერა, ჩაგეთვალათ ქულები. მაგრამ თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია ზაქარეიშვილის ხედვები კონფლიქტის მოგვარებაზე, მაშინ დამერწმუნეთ, რომ ეს ის ფორმა არ არის, რა ფორმითაც მინისტრისგან უნდა მიიღოთ ინფორმაცია, თუ როგორ ხედავს იგი კონფლიქტის მოგვარების გზებს", - ასე განმარტა ზაქარეიშვილმა "რუსთავი-2"-ის ეთერში მის მიერ გაკეთებული განცხადება.
ზაქარეიშვილის თქმით, წარმატებაში ის გულისხმობს იმას, რომ საქართველო ყოველგვარი სისხლისღვრის გარეშე ახერხებს თავისი მიზნების განხორციელებას და რუსეთს არ უტოვებს არანაირ სხვა გზას, გარდა იმისა, რომ მსგავსი ტიპის უკანონო ხელშეკრულებები გააფორმოს.
"რუსეთის მოქმედებები ხშირ შემთხვევებში პანიკურია, ის აშკარად ხედავს რომ კარგავს ტერიტორიებს. ხედავთ როგორ იქცევა იგი უკრაინაში. ჩვენი მხრიდან ის, რომ ერთი წვეთი სისხლი არ გვეღვრება, დევნილები არ გვემატება, სახლები არ გვენგრევა, ვახდენთ რუსეთისგან დისტანცირებას და მივდივართ ევროპისკენ, ეს რა თქმა უნდა დიდი წარმატებაა", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 835
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია