დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით უსუფაშვილი - 60%-70% რეალისტურად მაღალი შედეგი და პოლიტიკურად არასახიფათო ამბიციაა
ავტორი:
2013/ოქტომბერი/25 21:30:03
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის შეფასებით, არჩევნებში 60%-70%-ის მიღება რეალისტურად მაღალი შედეგია და პოლიტიკური ამბიციურობის თვალსაზრისით, არასახიფათო. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, რადიო "პალიტრის" ეთერში, გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა, ამ შემთხვევაში მმართველ გუნდს და მათ პრეზიდენტობის კანდიდატს სრულიად ნორმალური განაცხადი აქვს გაკეთებული.
"არჩევნებში 60%-სა და 95%-ს შორის პრინციპული განსხვავებაა. ეს განსხვავება მხოლოდ არითმეტიკაში არ გამოიხატება და გაიზომება. პოლიტიკური განსხვავება 60%-სა და 95%-ს შორის ათჯერ და ოცჯერ მეტია და პრინციპულად სულ სხვა ამბავია. არავინ იბრძვის 95%-სთვის, რადგან თუ ჩვენ 90%-95% შევეთამაშებოდით, მაშინ აქ არის გზა, რაც დღემდე ვნახეთ - უნდა დათრგუნო და დაჩაგრო სხვები, უნდა დააპატიმრო სხვები, ცემო ქუჩაში და გააყალბო არჩევნები. აღნიშნული პროცენტები მხოლოდ ამით მიიღწევა, ან რევოლუციის მსგავსი სიტუაცია უნდა მოახდინო, რომ დედაქალაქში თეთრ ცხენზე ამხედრებული შეხვიდე და იყო გმირი. ამასთან, ნუ გაგვიკვირდება ის ამბავი, რომ არჩევნებში ჩართულ კანდიდატს აქვს რაც შეიძლება მაღალი შედეგის მიღების სურვილი. საუბარია რეალისტურად მაღალ შედეგზე. 60%-70% რეალისტურად მაღალი შედეგი და პოლიტიკურად არასახიფათო ამბიციაა. სერიოზული დასაფიქრებელია, თუკი ამბობ, "თუ ათი კაციდან ცხრა მხარს არ დამიჭერს, ქვეყნის მართვა გამიჭირდება", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1176
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია