დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბიზნესცენტრში სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებული კონსულტაციები დასრულდა
ავტორი:
2013/ნოემბერი/02 12:30:02
ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენრტში სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებული კონსულტაციები დასრულდა. როგორც კონსულტაციების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა , ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს პრემიერ მინისტრის კანდიდატთან დაკავშირებით სრული ერთსულოვნება გვქონდა, – ამის შესახებ პრემიერის ბიზნესცენტრთან ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
ირაკლი ჩიქოვანმა ბიზნესცენტრი ცოტა ხნი წინ დატოვა. ბიზნესცენტრი ასევე დატოვა საქართველოს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. მან ჟურნალისტებს ურჩია, რომ 15:30 "ქართული ოცნების" ოფისთან მივიდნენ.
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, არასწორი იქნება პრემიერთან დაკავშირებით კანდიდატურის დასახელება, ვიდრე კანდიდატურა უმრავლესობასთან შეთანხმებული არ იქნება.
ამასთან, "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში სამათვრობო ცვლილებების თემაზე საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრების შეხვედრა 15.00 საათზე დაიწყება.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პრემიერ-მინსიტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახდება, ღარიბაშვილის შემცვლელად კი ორი კანდიდატურა სახელდება - შს მინისტრის ახლანდელი მოადგილე ვახტანგ გომელაური და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1154
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია