დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სალომე სამადაშვილი - პარტიის პოლიტსაბჭო შეცდა, როცა ქუთაისსა და მარტვილში მეორე ტურში ბრძოლა დათმო
ავტორი:
2017/ოქტომბერი/23 21:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/samadashvili_29163.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/459418-salome-samadashvili-partiis-politsabtco-shecda-roca-quthaissa-da-martvilshi-meore-turshi-brdzola-dathmo.html", "headline": "სალომე სამადაშვილი - პარტიის პოლიტსაბჭო შეცდა, როცა ქუთაისსა და მარტვილში მეორე ტურში ბრძოლა დათმო", "datePublished": "2017-10-23 17:09:20", "dateModified": "2017-10-23 17:09:20", "description": "„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ პარტიის პოლიტიკური საბჭო შეცდ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/samadashvili_29163.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ პარტიის პოლიტიკური საბჭო შეცდა, როცა ქუთაისსა და მარტვილში მეორე ტურში ბრძოლა დათმო, - ამის შესახებ სამადაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

მისი აზრით, პარტიის რესურსები მეორე ტურზე უნდა მიმართულიყო. „ვფიქრობ, ენმ-ის პოლიტიკური საბჭო შეცდა, როდესაც დღეს ქუთაისსა და მარტვილში მეორე ტურზე, თუნდაც უსამართლო პირობებში, ბრძოლა დათმო. სამწუხაროდ, მე უმცირესობაში აღმოვჩნდი. პარტიის მთელი რესურსი უნდა მიგვემართა მეორე ტურზე. გაყალბების ლუსტრაციასაც უკეთ მოვახდენდით. ხელიდან გაშვებული პოლიტიკური შესაძლებლობაა. პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე, იმედია, უმრავლესობის პოზიცია სწორი აღმოჩნდება, რასაც მხოლოდ მომავალი გვაჩვენებს“, - წერს სალომე სამადაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს, - ეს გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღო. შესაბამისად, ქუთაისსა და მარტვილში ”ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატები გრიგოლ ვაშაძე და მამუკა დანელია მეორე ტურში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მეორე ტურის ბოიკოტის მიზეზად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების უსამართლოდ ჩატარებას ასახელებენ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 739
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია