დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
როჯერ ბეიკერი - აშშ 50-ზე მეტი წელია ჩართულია კონფლიქტებში და ახლა ის ცდილობს უკან დაიხიოს
ავტორი:
2017/სექტემბერი/28 15:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/beikeri.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/454800-rojer-beikeri-ashsh-50-ze-meti-tselia-charthulia-konfliqtebshi-da-akhla-is-cdilobs-ukan-daikhios.html", "headline": "როჯერ ბეიკერი - აშშ 50-ზე მეტი წელია ჩართულია კონფლიქტებში და ახლა ის ცდილობს უკან დაიხიოს", "datePublished": "2017-09-28 11:14:16", "dateModified": "2017-09-28 11:14:16", "description": "ამერიკა თანდათან იწყებს საკუთარი ჩართულობის შემცირებას კონფლიქტებში, - ამის შესახებ კერძო ამერიკული...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/beikeri.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ამერიკა თანდათან იწყებს საკუთარი ჩართულობის შემცირებას კონფლიქტებში, - ამის შესახებ კერძო ამერიკული სადაზვერვო-ანალიტიკური ორგანიზაცია "სტრატფორის" ვიცე-პრეზიდენტმა, როჯერ ბეიკერმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც ბეიკერმა აღნიშნა, აშშ 50-ზე მეტი წელია ჩართულია კონფლიქტებში და ახლა ის ცდილობს უკან დაიხიოს.

„როდესაც ეს ადმინისტრაცია მოვიდა, მან გამოთქვა მზადყოფნა რუსეთთან თანამშრომლობისათვის, თუმცა, ჩემი აზრით, ეს უფრო სურვილი იყო, ვიდრე რეალური პოლიტიკური შეთავაზება. ამიტომაც დღეს თანამშრომლობა ნაკლებად არსებობს რუსეთთან. იგივე ხდება ევროპაშიც. ევროპისათვის ძალიან რთულია შეამსუბუქოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ ეს სანქციები საერთოდ არ მოახდენს გავლენას რუსეთის ქმედებებზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ ეს სანქციები ალბათ არ დაწესდებოდა რუსეთს რომ არ ჩამოეგდო თვითმფრინავი. თვითმფრინავის ჩამოგდებამდე ჩვენ ვნახეთ რა გააკეთა რუსეთმა საქართველოში, რაც შემდეგ მან გაიმეორა უკრაინაში. რუსეთი არავინ შეაჩერა საქართველოში, გერმანია მზად იყო გაეგრძელებინა რუსეთთან თანამშრომლობა. თუმცა, თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ, გაიზარდა საზოგადოების ზეწოლა ხელისუფლებებზე და დაწესდა სანქციები“, - განაცხადა ბეიკერმა.

ახლა ამერიკის ყურადღება, მისივე თქმით, უფრო მეტად სირიის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეისკენაა მიმართული.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 705
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია