დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პარლამენტის ორმა კომიტეტმა 6 თვის ბიუჯეტის ანგარიშის შესრულების დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა
ავტორი:
2014/სექტემბერი/09 17:00:03
პარლამენტის აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომიტეტებმა 2014 წლის 6 თვის ბიუჯეტის ანგარიშის შესრულების დოკუმენტს მხარი არ დაუჭირეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ორივე კომიტეტის დასკვნა უარყოფითი იქნება. მთავარი მიზეზი ის არის, რომ შესაბამისი დარგობრივი სამინისტროების მხრიდან არ მოხდა გეგმისამებრ თანხების ათვისება.
"შემოსავლების ნაწილში პრეტენზია არ გვაქვს, რადგან ვნახეთ, რომ აქ ამ მიმართულებით კარგი ტენდენციაა. პრეტენზიები ეხება ხარჯვით ნაწილს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემთხვევაში ზოგიერთი მიმართულებით არის კარგი მაჩვენებელი, მაგრამ არის დარგები, სადაც შესაბამისი სამსახურები მკაცრ კრიტიკას იმსახურებენ", - აცხადებს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1033
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია