დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
აქცია "არა ოკუპაციას" "ვარდების მოედანზე", სავარაუდოდ, ერთი კვირის შემდეგაც გაიმართება
ავტორი:
2013/ოქტომბერი/13 20:30:03
აქცია "არა ოკუპაციას" "ვარდების მოედანზე", სავარაუდოდ, ერთი კვირის შემდეგაც გაიმართება. როგორც ამ წუთებში მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მუსიკოსმა აჩიკო გულედანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ადამიანები, რომლებიც უერთდებიან მოწოდებას "არა ოკუპაციას", "არა სოჭის ოლიმპიადას", ერთი კვირის შემდეგ ისევ შეიკრიბებიან და შეგროვებულ ხელმოწერებს ოლიმპიურ კომიტეტს გადასცემენ. მისივე თქმით, ერთი კვირის შემდეგ გამართულ შეკრებას აქცია-კონცერტის სახე არ ექნება.
სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობის და რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგოდ აქცია "ვარდების მოედანზე" ერთი საათია მიმდინარეობს. პარალელურად გროვდება ხელმოწერები და აქციის მხარდამჭერები ხელმოწერით აფიქსირებენ საკუთარ პროტესტს სოჭის ზამთრის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით. აქციის მხარდასაჭერად "ვარდების მოედანზე" მივიდნენ საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები პარლამენტიდან და თბილისის საკრებულოდან.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1190
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია