დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მამუკა მდინარაძე - ალბათ, უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებისკენ წავალთ, რომ პრეზიდენტი 2024 წლისათვის აირჩიოს საარჩევნო კოლეგიამ და არა მხოლოდ პარლამენტმა
ავტორი:
2017/დეკემბერი/11 13:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAIVL/mdinaradze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/467928-mamuka-mdinaradze-albath-ufro-politikuri-gadatsyvetilebisken-tsavalth-rom-prezidenti-2024-tslisathvis-airchios-saarchevno-kolegiam-da-ara-mkholod-parlamentma.html", "headline": "მამუკა მდინარაძე - ალბათ, უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებისკენ წავალთ, რომ პრეზიდენტი 2024 წლისათვის ა...", "datePublished": "2017-12-11 08:50:53", "dateModified": "2017-12-11 08:50:53", "description": "ჩვენ ალბათ უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებისკენ წავალთ, რომ პრეზიდენტი 2024 წლისათვის აირჩიოს საარჩევნ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVL/mdinaradze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ჩვენ ალბათ უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებისკენ წავალთ, რომ პრეზიდენტი 2024 წლისათვის აირჩიოს საარჩევნო კოლეგიამ და არა მხოლოდ პარლამენტმა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ კონსტიტუციაში საარჩევნო კოლეგიის შემოღების საკითხი კომპრომისული გადაწყვეტილება იყო.

„დამატებითი მსჯელობა იყო, 2024 წლის და ყოველი შემდგომი არჩევნებისთვის, ხომ არ აერჩია პრეზიდენტი მხოლოდ პარლამენტს და არა საარჩევნო კოლეგიას. იურიდიულად ეს უფრო სწორი მექანიზმი შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ ალბათ უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებისკენ წავალთ, რომ პრეზიდენტი მეტი წარმომადგენლობით ავირჩიოთ და 2024 წელს და ყოველ შემდგომ არჩევნებზე პრეზიდენტი აირჩიოს საარჩევნო კოლეგიამ და არა მხოლოდ პარლამენტმა“, - განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.

შესაბამისად, მდინარაძის ინფორმაციით, პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებულ მუხლში მხოლოდ ტექნიკური ცვლილება შევა და ტერმინი „ხმოსნები“ შეიცვლება.

კონსტიტუციის ახალ რედაქციაში დაგეგმილი ცვლილებების პირველი მოსმენის განხილვა პარლამენტში დღეს იწყება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 580
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია