დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"დაბი ჯგუფი" საქართველოში ინვესტიციების გაზრდას გეგმავს
ავტორი:
2014/სექტემბერი/16 22:30:02
თბილისში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა 2015 წლის ბოლოს დასრულდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, პროექტს, რომელსაც "დაბი ჯგუფი" ახორციელებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ვიზიტის ფარგლებში გაეცნო. ირაკლი ღარიბაშვილს სასტუმროს დიზაინსა და პროექტის სხვა დეტალებზე ინფორმაცია "დაბი ჯგუფის" თავმჯდომარემ, შეიხმა ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰიანმა მიაწოდა.
ხუთვარსკვლავიან სასტუმროს, რომელთანაც ინტეგრირებული იქნება გასართობი და სავაჭრო ცენტრი, "დაბი ჯგუფი" რუსთაველის გამზირზე აშენებს. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ "დაბი ჯგუფის" თავმჯდომარემ, შეიხმა ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰიანმა განაცხადა, "დაბი ჯგუფი" საქართველოში ინვესტიციების გაზრდას გეგმავს.
"საქართველოს აქვს ძლიერი ინფრასტრუქტურა, კარგი სერვისები, კარგი კანონები, უსაფრთხოება და გამჭვირვალობა. ეს ყველაფერი ახალისებს ინვესტიციების მოზიდვას. ვიმედოვნებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ხელს შეუწყობს არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გარმავებას და გაზრდის ინვესტიციების რაოდენობას საქართველოში", _ განაცხადა შეიხმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1002
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია