დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირინა იმერლიშვილი - პრეზიდენტმა საჭიროდ ჩათვალა, რომ უშიშროების საბჭოსთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა ჩამოეყალიბებინა
ავტორი:
2014/აგვისტო/20 09:00:01
ეროვნული უშიშროების საბჭოსთან დაკავშირებით პრეზიდენტის ხედვა დამყარებულია კონსტიტუციის არსებულ რედაქციასა და ფუნქციებზე , რომლებიც პრეზიდენტს აქვს, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა, ირინა იმერლიშვილმა ჟურნალისტებს შესაბამის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.
მისივე განმარტებით, პრეზიდენტი არა მხოლოდ მთავრობას, არამედ საპარლამენტო ხელისუფლებასაც სთავაზობს უშიშროების საბჭოს ფორმატში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, რასაც მიესალმება.
"პრეზიდენტმა საჭიროდ ჩათვალა, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოსთან დაკავშირებით ჩამოეყალიბებინა საკუთარი ხედვა. ის, თუ როგორ წარმოუდგენია ამ ორგანოს ფუნქციონირება. ეს ხედვა დამყარებულია კონსტიტუციის არსებულ მოდელსა და დღევანდელ რედაქციაზე, ასევე იმ ფუნქციებზე, რომლებიც აქვს პრეზიდენტს", - განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.
ამასთან, უშიშროების საბჭოს მდივნის განმარტებით, ის ეთანხმება პოზიციას, რომ "ეროვნული უშიშროების საბჭოს" შესახებ ორგანული კანონი კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან შესაბამისობაშია მოსაყვანი.
"იმ კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი და ინიციატორი, რომელზეც პარლამენტი მუშაობს, ირაკლი სესიაშვილსა და ვახტანგ ხმალაძესთან ერთად მეც ვარ. მომზადებული ცვლილებები გამომდინარეობს იქედან, რომ ძალაში შევიდა კონსტიტუციის ახალი რედაქცია. ამის შესაბამისად ბევრ კანონში განხორციელდა ცვლილება და მოვიდა ის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში, ისევე, როგორც ახლა შესაბამისობაშია მოსაყვანი "ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ" ორგანული კანონიც. შესაბამისად, როცა საუბარია და როგორც პრემიერმა თქვა, ერთგვარი აჟიოტაჟია ატეხილი იმაზე, რომ იცვლება ან იზღუდება პრეზიდენტის და ეროვნული უშიშროების საბჭოს ფუნქციები, ნამდვილად, მეც ვეთანხმები, რომ "ეროვნული უშიშროების საბჭოს" შესახებ კანონი კონსტიტუციასთან არის შესაბამისობაში მოსაყვანი", - აღნიშნა ირინა იმერლიშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1005
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია