დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი აბაშიშვილი - როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ შიდაპოლიტიკური პრაიმერისთვის ემზადება
ავტორი:
2018/იანვარი/18 09:30:03
../photo/2015_02/0-00-1AAIVL/abashishvili-1.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/473632-giorgi-abashishvili-rogorc-chans-qarthuli-ocneba-shidapolitikuri-praimeristhvis-emzadeba.html", "headline": "გიორგი აბაშიშვილი - როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ შიდაპოლიტიკური პრაიმერისთვის ემზადება ", "datePublished": "2018-01-18 05:02:19", "dateModified": "2018-01-18 05:02:19", "description": "როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ შიდაპოლიტიკური პრაიმერისთვის ემზადება. ორივე (გიორგი კვირიკაშვილი და დ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVL/abashishvili-1.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ შიდაპოლიტიკური პრაიმერისთვის ემზადება. ორივე (გიორგი კვირიკაშვილი და დავით სერგეენკო) ძალიან ღირსეული კანდიდატია და სიამოვნებით დავაკვირდებით ამ პროცესს, - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მმართველ პარტიაში პრეზიდენტის პოსტზე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის, ასევე, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს კანდიდატურას განიხილავენ.

რაც შეეხება იმას, მიიღებს თუ არა მოქმედი პრეზიდენტი მონაწილეობას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, აბაშიშვილის თქმით, ეს თავად გიორგი მარგველაშვილმა უნდა გადაწყვიტოს.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მმართველ პარტიაში პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატები მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობიდან განიხილება. სახელმწიფო მეთაურის პოსტზე კვლავ საუბარია პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის, ასევე ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს შესაძლო წარდგენაზე.

2018 წლის ოქტომბერში საქართველოს ამომრჩეველი პრეზიდენტს ერთჯერადად, 6-წლის ვადით აირჩევს. ახალი კონსტიტუციის გათვალისწინებით, ეს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები იქნება, სადაც გადაწყვეტილებას პრეზიდენტის არჩევაზე ამომრჩეველი მიიღებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 574
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია