დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნინო ლომჯარია - პრემიერისგან ტოტალიტარული სახელმწიფოს მეთაურის რიტორიკა მოვისმინეთ, ასე პუტინი საუბრობს
ავტორი:
2014/მაისი/01 12:00:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან მოვისმინეთ ტოტალიტარული სახელმწიფოს მეთაურის რიტორიკა, ასე საუბრობს დღეს პუტინი არასამთავრობო სექტორზე , - ასე გამოეხმაურა კამპანია "ეს შენ გეხებას" მონაწილე, "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ლომჯარია პრემიერ-მინისტრის კრიტიკას კამპანიის "ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ" მონაწილეების მისამართით.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ლომჯარიამ განუცხადა, ამ კამპანიას დღესაც იგივე არასამთავრობო ორგანიზაციები აწარმოებენ, რომლებიც ორი წლის წინ; აღნიშნულ კამპანიას წინა ხელისუფლების მისამართით ახორციელებდნენ და პრემიერ-მინისტრმა კარგად იცის, რომ ისინი "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული არ არიან.
"პრემიერ-მინისტრმა იცის, კონკრეტულად რომელი ორგანიზაციები დგანან ამ კამპანიის უკან და მან ნამდვილად იცის, რომ ეს არ არის "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წამოწყებული კამპანია და იგი არ დაწყებულა დღეს, არამედ ორი წლის წინაც, მაშინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ, საკმაოდ ეფექტური კამპანია ვაწარმოეთ. ჩვენ ეს კამპანია ხელახლა არ დაგვიწყია დაუყოვნებლივ, ხელისუფლების შეცვლიდან. ერთი წელი ვუყურებდით როგორ მიმდინარეობდა კანონპრექტის განხილვა და ვხედავდით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტობრივად ბლოკავდა მის მიღებას. როცა დავინახეთ, რომ არანაირი პოზიტივი ამ მიმართულებით არ არის და ხელისუფლება არ აპირებს არსებული პრაქტიკის შეცვლას, მას შემდეგ დავიწყეთ კამპანია "ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ", თორემ ახლაც მზად ვართ და ერთი წლის წინაც მზად ვიყავით, კონსტრუქციულად გვეთანამშრომლა მათთან", - განაცხადა ლომჯარიამ.
ამასთან, იგი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოსთვის საზიანო და ძირის გამომთხრელია სწორედ პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება და არა კამპანია - "ეს შენ გეხება".
"როდესაც დემოკრატიული ქვეყნის ლიდერი მსგავსი ტიპის განცხადებას აკეთებს საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე ჯანსაღი ფენის წარმომადგენლებზე - არასამთავრობო სექტორზე, მე ვფიქრობ, სწორედ ესაა ქვეყნისთვის ძირის გამომთხრელი განცხადება. რაც დღეს მოვისმინეთ, ეს არის ტოტალიტარული სახელმწიფო მეთაურების რიტორიკა, ასე საუბრობს პუტინი დღეს, ასე საუბრობს აზერბაიჯანის პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ და ძალიან სამწუხაროა, რომ დემოკრატიული ქყვეყნის ლიდერისგან ვისმენთ იგივე რიტორიკას, რასაც შავბნელი ძალები საუბრობენ სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ. დღეს, როდესაც ასეთი ბრძოლა მიდის დასავლურ და რუსულ ღირებულებებს შორის და ჩვენ წარმოვადგენთ სწორედ იმ ნაწილს, რომელიც დასავლურ ფასეულობებს იზიარებს, სახელმწიფოს მეთაური გამოდის და ჯანსაღი ძალების მისამართით ამბობს, რომ ისინი ძირისგამომთხრელ საქმიანობას ეწევიან _ სწორედ ეს არის ქვეყნისთვის ძირის გამომთხრელი და სამარცხვინო შეფასება პრემიერის მხრიდან", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, კამპანია, რომ დღეს ყველას უსმენენ, სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, მოქალაქეების დარწმუნება იმაში, რომ დღეს ყველას უსმენენ, ქვეყნის იმიჯის ძირგამომთხრელ საქმიანობად შეიძლება შეფასდეს.
"არასამთავრობოებისა და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მიერ მაშინ წარმოდგენილი ვარიანტი კატასტროფის ტოლფასი იყო და საფრთხეს შეუქმნიდა მთლიანად სამართალდამცველი სისტემის, ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის გამართულ, ეფექტურ მუშაობას. ჩვენ ეს არ დავუშვით და დავიწყეთ აღნიშნული კანონპროექტის დამუშავება. ქვეყნის ინტერესებთან დაკავშირებულ კანონპროექატზე მუშაობისას სიჩქარე დაუშვებელია", - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო და აუდიომასალის განადგურების ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი და პროცესის მონაწილე თავად იყო, მსგავსი ტიპის დანაშაულისთვის კი ბევრი ადამიანი დაისაჯა. პრემიერის შეფასებით, ხელისუფლებამ საქმით დაამტკიცა, რომ საქართველოში მოსმენების დრო დასრულდა.
"ორი თვის წინ კი ჩვენ გვესმის, რომ იწყებენ ჩემთვის აბსოლუტურად გაუგონარ კამპანიას, სახელწოდებით "ეს შენ გეხება". მოვისმინე განცხადებები, რომ ყოველი დღე საფრთხის შემცველია და იწყებენ მოქალაქეების დარწმუნებას, რომ დღეს ყველას უსმენენ. მაშინ, როდესაც საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის იმიჯის განმტკიცება ხდება და ყოველდღიურად ვაჩვენებთ პროგრესს, ეს ადამიანები ათასობით ლარს ხარჯავენ რეკლამებში იმისთვის, რომ შეარყიონ ქვეყნის იმიჯი. ამას მე ვუწოდებ ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობას. მიზანმიმართული კამპანია, რომ დღეს ყველას უსმენენ, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულია და ამის არავითარი საჭიროება არ არსებობს. არსებობს მტკიცე პოლიტიკური ნება და ეს მანკიერი პრაქტიკა აღმოიფხვრა. ჩვენი კარი ღიაა და მოვუწოდებ ამ ადამიანებს, ღია კარის მტვრევა საჭირო არ არის", - აღნიშნა პრემიერმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 847
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია