დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ლევან გოგიჩაიშვილი - საუბარი, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა, არასწორია
ავტორი:
2018/ივნისი/28 20:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/gogichaishvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/500913-levan-gogichaishvili-saubari-rom-mikheil-saakashvilis-mimarth-mimdinareobs-politikuri-devna-arastsoria.html", "headline": " ლევან გოგიჩაიშვილი - საუბარი, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა, არასწორი...", "datePublished": "2018-06-28 16:26:41", "dateModified": "2018-06-28 16:26:41", "description": "საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სასამართლოს გადა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/gogichaishvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარი, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა, არასწორია. მისივე თქმით, საჯარო სივრცეში აქტიურობა ვერ იქნება ინდულგენცია და დაზღვევა ვინმეს მიმართ.

„ეს ამბავი დაახლოებით 11 წლის წინ მოხდა. ჩვენ მაშინ ვიხილეთ, როგორ გაუსწორდა მაშინდელი „კუდის“ დაჯგუფება პარლამენტის წევრს. დახვდნენ, უმოწყალოდ სცემეს და ამ ადამიანის სიცოცხლე იყო რისკის ქვეშ. ეს განხორციელდა იმის გამო, რომ ამ ადამიანს, თავის დროზე, სააკაშვილის დავალებით წაართვეს ქონება და მან ეს გააპროტესტა საჯარო სივრცეში. შედეგ მას სცემეს. ეს იყო მაშინ, როდესაც სააკაშვილი იყო საქართველოს პრეზიდენტი და როდესაც სრულიად საქართველოში ხდებოდა ადამიანების ტეროტი. ეს ადამიანები მიჩვეული იყვნენ სახელმწიფოებრივი დანაშაულებების ჩადენას, იყენებდნენ სახელმწიფოს პირადი ანგარიშსწორებისთვის. დღეს ამ ადამიანების მხრიდან საუბარი, რომ ეს არის სააკაშვილის დევნა პოლიტიკური ნიშნით, ალბათ უფრო არის ფსიქიატრიის საკითხი. ყველა ადამიანს მიეზღვება ის, რასაც დათესავს და იმას მოიმკის, შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება არის ლოგიკური დასასრული და დღეს მოხდა ამ ყველაფრის სამართლებრივი გაფორმება. ნებისმიერი მსჯელობა, რომ ეს არის დაკვეთა ან პოლიტიკური დევნა, არის სისულელე. სააკაშვილმა ამ ქვეყანაში შექმნა რეპრესიული აპარატი და ნუ იფიქრებენ, რომ მათი აქტიურობა საჯარო სივრცეში არის ინდულგენცია და დაზღვევა“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ ყოფილი პრეზიდენტი ორივე ბრალში - ძალადობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, ასევე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებაში დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით, საბოლოოდ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მიხეილ სააკაშვილს ასევე ჩამოერთვა
2 წლითა და 3 თვით თანამდებობის დაკავების უფლებაც.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე 2005 წელს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის და მისი ცემის საქმეზე, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება ედება ბრალად. მასთან ერთად ამავე საქმეზე პასუხისგებაში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ერეკლე კოდუა და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი უფროსი გია სირაძე მიეცნენ. აღნიშნულ საქმეზე მერაბიშვილის, კოდუასა და სირაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენებია დამდგარი. კერძოდ, ივანე მერაბიშვილს საქალაქო სასამართლომ 6 წლითა და 9 თვით, ერეკლე კოდუასა და გია სირაძეს კი 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ შეფარდებული.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 452
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია