დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ვახტანგ ხმალაძე - ქართველი ჟურნალისტების დაკავება საერთაშორისო სამართლის დარღვევაა
ავტორი:
2014/აპრილი/16 11:30:02
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ TV-3- ის ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე , ოპერატორი ვახო ლეკვეიშვილი და ტექნიკური თანამშრომელი მიხეილ მიხოევი უკანონოდ დააკავეს რუსმა ოკუპანტებმა.
როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მნიშვნელობა არა აქვს თუ რომელ ტერიტორაზე მოხდა ქართველი ჟურნალისტების დაკავება, რადგან რუსი ოკუპანტები საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან და ისინი საქართველოს კანონმდებლობას არღვევენ.
"მნიშვნელობა არა აქვს სად დააკავეს ჟურნალისტები, ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე თუ რუსების. როგორც ვიცით, რუსი სამხედროების საქართველოში ყოფნა უკანონოა, ეს არის საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა, შესაბამისად, მათ მიერ ჟურნალისტების დაკევება არის უკანონო არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არამედ საერთაშორისო სამართლის შესაბამისადაც. ერთადერთი რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ არის საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა ამ საქმეში, იქნება ეს ევროკავშირის მონიტორინგის ჯგუფი თუ ეუთო", - აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.
TV-3-ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, ოპერატორი ვახო ლეკვეიშვილი და ტექნიკური თანამშრომელი მიხეილ მიხოევი გუშინ სოფელ აძვში სიუჟეტის მოსამზადებლად იყვნენ ჩასული. ისინი რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა დააკავეს. მოგვიანებით დაკავებულები ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. მათ გუშინ ოჯახის წევრებთან საუბრის საშუალება მისცეს. ბელა ზაქაიძის თქმით, კარგად არიან და ჰპირდებიან, რომ დღეს გაათავისუფლებენ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 960
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია