დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა კახიშვილი - ემზარ კვიციანს საკუთარი პოზიციის განმარტების შესაძლებლობა უნდა მიეცეს
ავტორი:
2014/თებერვალი/28 15:30:02
ექსპერტი კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ ემზარ კვიციანს საკუთარი პოზიციის განმარტების შესაძლებლობა უნდა მიეცეს. როგორც კახიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კვიციანს აქამდე არ მისცემია ამის საშუალება.
"ემზარ კვიციანს უნდა მიეცეს საშუალება საკუთარი პოზიციები განმარტოს. ემზარ კვიციანს ნამდვილად არ ჰქონდა საშუალება საკუთარი პოზიციების განმარტების. 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე მას არავინ მოუსმენდა, რადგან მხოლოდ ერთ ადამიანზე იყო დამოკიდებული პირისთვის ბრალის შერაცხვა, მათ შორის ემზარ კვიციანისთვის", - აღნიშნა კახიშვილმა.
მისივე თქმით, ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება ექმნება, რომ ახალ ხელისუფლებაშიც მუშაობენ ის ადამიანები, რომლებიც უთითხნიდნენ საქმეებს კვიციანსა და სხვებს.
"მათ არ აწყობთ ამ ადამიანების გამართლება რადგან ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. როდესაც ისინი არიან თანამდებობზე იყენებენ კონტაქტებს, რომ დაარწმუნონ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ მათ მიერ მიღებული წინა გადაწყვეტილებები სწორია", - აღნიშნა კახიშვილმა.
დღეს, 16.00 საათზე, კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი საქართველოში უნდა დაბრუნდეს.
შეგახსენებთ, რომ ემზარ კვიციანი, რომელმაც რუსეთში დეპორტი მიიღო, საქართველოში ძებნილად არის გამოცხადებული. მას სამხედრო ამბოხებასა და ტერორისტული აქტების მოწყობაში ედება ბრალი.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1153
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია