დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი - სააკაშვილმა თანაგუნდელებს შეახსენა, რომ ლიდერი კვლავ თვითონაა, ხოლო მეორე მხრივ ხელისუფლება საზოგადოების მანიპულირებას დაიწყებს
ავტორი:
2018/აპრილი/03 21:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/usufashvilidaviti.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/486555-davith-usufashvili-saakashvilma-thanagundelebs-sheakhsena-rom-lideri-kvlav-thvithonaa-kholo-meore-mkhriv-khelisufleba-sazogadoebis-manipulirebas-daitsyebs.html", "headline": "დავით უსუფაშვილი - სააკაშვილმა თანაგუნდელებს შეახსენა, რომ ლიდერი კვლავ თვითონაა, ხოლო მეორე მხრივ ხ...", "datePublished": "2018-04-03 17:36:00", "dateModified": "2018-04-03 17:36:00", "description": "პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „შენების მოძრაობის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით უსუფაშვილი ექსპრეზიდ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/usufashvilidaviti.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „შენების მოძრაობის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით უსუფაშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ მიმართვას მორიგ სპექტაკლად აფასებს.

როგორც უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ამ მიმართვით ერთის მხრივ სააკაშვილმა მის თანაგუნდელებს შეახსენა, რომ ლიდერი კვლავ თვითონაა, ხოლო მეორე მხრივ ხელისუფლება საზოგადოების მანიპულირებას დაიწყებს. უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული მიმართვა, რომლის ანალოგსაც მომავალშიც ვიხილავთ, საპრეზიდენტო არჩევნებისთვისაა გამნიზნული.

„ხელისუფლებამაც და მისმა ოპონენტმაც, პატივცემულმა სააკაშვილმა კარგად დაინახეს, რომ ამ სპექტაკლით ქართველი ხალხის სერიოზული ნაწილი, ადვილად დასაყოლიებელი ხდება, რათა ხმა მისცენ. ახლა ხდება მორიგი საფრთხის წარმოჩენა. ეს არ იქნება ბოლო მიმართვა. ამ მიმართვით სააკაშვილი ერთის მხრივ შეეცდება თავისიანებს შეახსენოს, რომ არფერი შეგეშალოთ, ისევ მე ვარ თქვენი ლიდერიო, მეორე მხრივ ოცნების წარმომადგენლები შეეცდებიან ამ ყველაფრის გაპიარებას, რომ აი, ისევ სააკაშვილის საფრთხე გვაქვსო. ეს სპექტაკლი ვნახეთ, მე ამის ყურებას კიდევ აღარ ვაპირებ და იმედია ასე იქნება საზოგადოება. ჩვენ საპრეზიდენტო არჩევნებზე გვჭირდება კანდიდატების პაექრობა საქართველოს სასიკეთოდ და არა ამ ტიპის გამოსვლები“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 631
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია