დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობისთვის მთავრობის გაცხადებული მიზანი, რომ ქვეყანა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი გახდეს, მისაღებია
ავტორი:
2018/იანვარი/16 11:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAIVL/eu-nato.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/473223-ndi-is-kvlevis-mikhedvith-mosakhleobis-umravlesobisthvis-mthavrobis-gackhadebuli-mizani-rom-qveyana-evrokavshirisa-da-nato-s-tsevri-gakhdes-misaghebia.html", "headline": "NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობისთვის მთავრობის გაცხადებული მიზანი, რომ ქვეყანა ევრო...", "datePublished": "2018-01-16 07:06:51", "dateModified": "2018-01-16 07:06:51", "description": "საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, რომ ქვეყანა გახდე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVL/eu-nato.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი.

ამასთან, უფრო მეტი მოქალაქე უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას, ვიდრე - ნატო-ში.

კერძოდ, გამოკითხულთა 72%-ისთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, 21%-ისთვის ეს მიუღებელია, ხოლო 7%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

რაც შეეხება ნატო-ს, გამოკითხულთა 64% მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს, რომ საქართველო გახდეს ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის წევრი, 26%-ისთვის ეს მიზანი მიუღებელია, ხოლო 9%-მა არ იცის კითხვაზე პასუხი.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის საველე სამუშაოები 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარი +/- 1.9%-ია.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 590
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია