დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ადამიანი, კანონი, თავისუფლება" კარლ ბილდტის განცხადებებს ეხმაურება
ავტორი:
2014/აგვისტო/12 13:00:02
არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანი, კანონი, თავისუფლება" შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხმიანება .
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო პერიოდში კარლ ბილდტის გაცხადებები კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ იგი დღემდე რჩება შემუშავებული ლობირების სქემის ნაწილად.
"საზოგადოებას კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ, რომ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ ხელშეკრულება გააფორმა ლობისტურ კომპანია Kreab-თან, რომლის დირექტორიც კარლ ბილდტი იყო. ამ უკანასკნელის შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ იგი კომპანიას ჩამოშორდა, თუმცა Kreab-თან ხელშეკრულება წინა ხელისუფლებას კვლავ დარჩა. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში მოხდა ხელისუფლების ცვლილება, აღნიშნულ კომპანიასთან ხელშეკრულება აღარ არსებობს, თუმცა სავარაუდოდ არსებობს ფინანსური რესურსები, რომელიც კარლ ბილდტის "მეგობრობას" მიხეილ სააკაშვილთან სიმყარეს უნარჩუნებს. რომ არა ყოფილი მმართველი გუნდის გარშემო შეკრებილი ლობისტური კომპანიების სიმცირე, რომლებიც მათი მხარდამჭერების აქტივობების გაშუქებაზე ზრუნავენ, დღეს ბატონი ბილდტის განცხადებები არაერთ საერთაშორისო გამოცემაში დაიბეჭდებოდა", - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
"ადამიანი, კანონი, თავისუფლება" არ გამორიცხავს, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კვლავ მონაწილეობს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინტერესების გატარებაში, იგი ცდილობს გამოიწვიოს რეზონანსი ყოფილი პირველი პირის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომის გამო და შეაფასოს იგი პოლიტიკურ დევნად.
"ბატონი ბილდტის მხრიდან სხვა ევროპელი ლიდერის ასეთი თავგამოდებით ინტერესების დაცვას ნაკლებად თუ ვინმე გაიხსენებს, თუმცა ეს მას კარგად გამოსდის მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში. აშკარაა, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ყურადღებით ეცნობა მის განცხადებებზე გამოხმაურებას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან და უპასუხოდ არ ტოვებს არც ერთ მათგანს, რაც დასტურია იმისა, რომ მისთვის ინფორმაციის მიწოდება ოპერატიულად ხდება. ძნელი მისახვედრი არ არის ვინ შეიძლება იყოს ბილდტის "მედია მონიტორინგის" სამსახური", - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ გამოძიება ჩატარდება დემოკრატიული პრინციპების დაცვით, პროკურატურა და სასამართლო იქნება მოწოდების სიმაღლეზე და საერთაშორისო საზოგადოებას მიეცემა საშუალება დარწმუნდეს იმაში, რომ საქართველოში არ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა და კანონის უზენაესობა არის უმთავრესი პრინციპი, რომლის ზემოთ ვერც ერთი ყოფილი თუ ამჟამინდელი ხელისუფალი ვერ დადგება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 887
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია