დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თამარ ხულორდავა რიგის მე-12 საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
ავტორი:
2017/სექტემბერი/28 14:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAMAI-2017/xulordava.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/454782-thamar-khulordava-rigis-me-12-saerthashoriso-konferenciashi-miighebs-monatsileobas.html", "headline": "თამარ ხულორდავა რიგის მე-12 საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას", "datePublished": "2017-09-28 09:48:21", "dateModified": "2017-09-28 09:48:21", "description": "29-30 სექტემბერს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა ლატვიის ტრანსატლანტიკუ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAMAI-2017/xulordava.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } 29-30 სექტემბერს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა ლატვიის ტრანსატლანტიკური ორგანიზაციის და ლატვიის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი ორგანიზებით დაგეგმილ რიგის მე-12 საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, კონფერენციაზე, სადაც რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებსა და ტენდენციებზე იმსჯელებენ, მიწვეულნი არიან ევროპისა და ამერიკის პოლიტიკური და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, მინისტრები, ჟურნალისტები, დიპლომატები და ბიზნეს ლიდერები.

მათივე ინფორმაციით, წლევანდელ კონფერენციაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ევროპის მომავალზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის პერსპექტივებზე, ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ევროპის უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ჰიბრიდულ საფრთხეებსა და ნატოს როლზე, ისევე, როგორც ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის მზარდ პოპულარობაზე.

კონფერენციაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის პერსპექტივებთან დაკავშირებით მოხსენებით, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე წარსდგება. დაგეგმილია თამარ ხულორდავას ორმხრივი შეხვედრები ლატვიელ და ფინელ კოლეგებთან.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 823
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია