დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
უკრაინის პრემიერ-მინისტრი - რეგიონში საქართველოს ლიდერობა ხელს შეუწყობს ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას
ავტორი:
2017/ნოემბერი/28 13:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/groismani_59b1e.png { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/465393-ukrainis-premier-ministri-regionshi-saqarthvelos-lideroba-khels-sheutsyobs-chvens-ekonomikur-ganvitharebas.html", "headline": "უკრაინის პრემიერ-მინისტრი - რეგიონში საქართველოს ლიდერობა ხელს შეუწყობს ჩვენს ეკონომიკურ განვითარება...", "datePublished": "2017-11-28 09:11:24", "dateModified": "2017-11-28 09:11:24", "description": "თბილისში მიმდინარე აბრეშუმის გზის ფორუმზე უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვოლოდიმერ გროისმანმა საქართველო...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/groismani_59b1e.png", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თბილისში მიმდინარე აბრეშუმის გზის ფორუმზე უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვოლოდიმერ გროისმანმა საქართველო-უკრაინის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მეორედ ჩატარება მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს ევროპასა და აზიას შორის კავშირების გაუმჯობესებას.

„ჩვენ გვიხარია საქართველოს წარმატება და დარწმუნებული ვარ, რეგიონში თქვენი ლიდერობა ხელს შეუწყობს ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას“, - განაცხადა უკრაინის პრემიერმა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა შავი ზღვის რეგიონში საბორნე გადაზიდვების ხელშეწყობაზეც ისაუბრა.

„ჩვენ ვგეგმავთ 60%-მდე შევამციროთ ტარიფები საბორნე გადაზიდვაზე. ჩვენი მიზანია, ეს სფერო კონკურენტუნარიანი გახდეს“, - განაცხადა ვოლოდიმერ გროსიმანმა.

უკრაინის პრემიერ მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებელი დერეფნის განვითარების საკითხს.

„აზიასა და ევროპას შორის, ასევე ბალტიის ქვეყნების მიმართულებით დამაკავშირებელი სერიოზული მიმართულებები არსებობს. ამ დერეფნების თვალსაზრისით, უკრაინას შეუძლია იყოს საკმაოდ სანდო პარტნიორი. რაც ბატონმა კვირიკაშვილმა ბრძანა, ზუსტად ამაზე მსურს თქმა, რომ ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ გაერთიანება: საქართველო-აზერბაიჯანი-უკრაინა, რკინიგზის და საბორნე მიმოსვლის გამოყენებით“, - აღნიშნა გროისმანმა.

ვოლოდიმერ გროისმანმა უკრაინის ეკონომიკის განვითარების და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დადებული შეთანხმების შესახებაც ისაუბრა და განსაკუთრებული აქცენტი ინფრასტრუქტურის და კომუნიკაციების განვითარებაზე გააკეთა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 591
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია