დაისვენე კურორტ ახალდაბაში
1-ელ ოქტომბერს, პუშკინის სკვერში „ევროპული საქართველო“ საპროტესტო აქციას გამართავს
ავტორი:
2017/სექტემბერი/30 16:00:02
../photo/2015_02/0-00-1IANV-2017/xoshtaria-elene_3346c.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/455168-1-el-oqtombers-pushkinis-skvershi-evropuli-saqarthvelo-saprotesto-aqcias-gamarthavs.html", "headline": "1-ელ ოქტომბერს, პუშკინის სკვერში „ევროპული საქართველო“ საპროტესტო აქციას გამართავს", "datePublished": "2017-09-30 11:49:01", "dateModified": "2017-09-30 11:49:01", "description": "1-ელ ოქტომბერს, 18:00 საათზე, პუშკინის სკვერში „ევროპული საქართველო“ საპროტესტო აქციას გამართავს, - ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1IANV-2017/xoshtaria-elene_3346c.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } 1-ელ ოქტომბერს, 18:00 საათზე, პუშკინის სკვერში „ევროპული საქართველო“ საპროტესტო აქციას გამართავს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ თაბორის მთაზე გამართული ბრიფინგის დროს განაცხადა.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი თაბორის მთაზე ტერიტორიის 1 ლარად მითვისებით „თავისი ეზოს გაფართოებას აპირებს“ და სწორედ ამის გასაპროტესტებლად ხვალ, აქცია გაიმართება.

ელენე ხოშტარიამ თბილისის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს „კორუმპირებული უწოდა“.

„ჩვენ ვიმყოფებით თაბორის მთაზე, რომელიც ეკუთვნის თითოეულ თბილისელს, ჩვენი ქალაქის მცხოვრებს, რომელიც არის უძვირფასესი ადგილი, სადაც დღეს შეგვიძლია ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი განსხვავებით ფარისეველ კალაძისგან, რომელიც გვესაუბრება ვითომ ხრჩობაზე და გვანახებს ლამაზ დაფოტოშოპებულ მწვანე ადგილებს. დღეს ეს ადგილი გვეკუთვნის ჩვენ, მაგრამ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს მოუნდა თავის ეზო გაიფართოვოს, საკრებულომ, ბიძინა ივანიშვილის და კალაძის მორჩილებით, დაუშვა ის, რომ აქ აშენდეს მშენებლობები და ძალიან მალე სიმბოლურ ფასად აპირებენ ივანიშვილისთვის გადაცემას. არ იკმარა 397 000 კვ.მ., რომელიც ივანიშვილმა ასევე უკანონოდ წაართვა თბილისს და ბოლომდე უნდა გაიფართოვოს გზა. ჯერ ეს ტერიტორია არ ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ აქ არის ღობე უკანონოდ შემოვლებული, რადგან ამ გუნდისთვის, კალაძისთვის, ივანიშვილისთვის კანონი არის მათი კორუფციული სურვილების შესრულების გზა და არა უზენაესი წესი.
ზუსტად ასე, ქალაქის შუაგულში, პუშკინის სკვერში, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ თავის სასტუმროსთვის 1900 კვ.მ.-ზე მოაწყოს პარკინგი და მოითხოვა, ეს ტერიტორია 1 ლარად გადასცეს ქალაქმა. არ გვაქვს უფლება ამას შევეგუოთ. „ევროპული საქართველო“ მოუწოდებს ყველას, ხვალ, 18:00 საათზე შევიკრიბოთ პუშკინის სკვერში და გავაპროტესტოს ეს უკანონობა, გავაპროტესტოთ დამოკიდებულება ჩვენი ქალაქის მიმართ.
მთავარი პროტესტი და „არა“ კალაძის კორუმპირებულობასა და ბიზნესინტერესებს, რომელიც იბრძვის ამ ბიზნესინტერესების გატარების ინსტრუმეტებისთვის, იბრძვის კიდევ დამატებით შეძლოს მეტის მიტაცება თავის ბიზნესისთვის, იქნება 21 ოქტომბერს“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 672
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია