დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი კვირიკაშვილი - მცირე ბიზნესის სააგენტო დამწყები ბიზნესის დახმარებაზე იქნება ორიენტირებული
ავტორი:
2014/აპრილი/10 13:00:02
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, მცირე ბიზნესის განვითარების ახლად შექმნილი სააგენტო დამწყები ბიზნესის დახმარებაზე იქნება ორიენტირებული.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიზნით სახელმწიფო რეგულირება აუცილებელია, რათა დიდმა ბიზნესმა ის "არ გადაყლაპოს".
"მცირე ბიზნესის სააგენტო იმუშავეს ძირითადად იმ მიმართულებით, რა დახმარებაც დასჭირდება დამწყებ ბიზნესს, ანუ ის დამწყები ბიზნესის დახმარებაზე იქნება ორიენტირებული. რაც შეეხება ფინანსურ კომპონენტს თუ როგორ იქნება გადანაწილებული, ეს არ უნდა მართოს სამინისტრომ და სწორედ იმისთვის იქმნება სახელმწიფო ფინანსური ინსტიტუტი, რომ ასეთი ტიპის კომპონენტებს სხვადასხვა სამინისტროებიდან კოორდინაცია გაუკეთოს და მან მართოს. ეს იქნება ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელი სერიოზული ინსტიტუტი, ვინაიდან, დიდ ბიზნესს აქვს ბუნებრივი მისწრაფება, რომ გახდეს მონოპოლისტი და სწორედ იმისთვის არსებობს სახელმწიფო, რომ ამის უფლება არ მისცეს. ესაა დიდი ბიზნესის არა ბოროტი გაზრხავა, არამედ, ბუნებრივი მისწრაფება და სახელმწიფო რეგულაცია აუცილებელია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს განვითარების საშუალება მიეცეს და დიდმა ბიზნესმა ის არ გადაყლაპოს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, სააგენტო უკვე დაკომპლექტების პროცესშია და ფუნქციონირებას უახლოეს მომავალში დაიწყებს.
"სააგენტოს დროებით ხელმძღვანელობს გიორგი ციკოლია, თუმცა მისი დაკომპლექტება უკვე მიმდინარეობს და ვინ იქნება შემდგომში ხელმძღვანელი ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ამასთან, მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, ეკონომიკის მინისტრი "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებასაც გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ წინა ხელისუფლების მიერ დაწყებული ყველა მსხვილი პროექტი შეჩერებულია და აღნიშნული კატეგორიულად უარყო. როგორც კვირიკაშვილმა განმარტა, არც ერთი დიდი პროექტი გაჩერებული არ არის.
"უამრავ ბიზნესმენთან მივდივართ ძალიან ლოიალური შემხვედრი წინადადებით, რომ დარიცხული ჯარიმები ვაპატიოთ, ვალდებულების ვადა გავუხანგრძილოვოთ სწორედ იმისთვის, რომ ახალი პროექტები იქნას წამოწყებული და თუკი სხვადასხვა პრობლემის გამო რაიმე პროექტია შეჩერებული, ისევ გავუშვათ. თბილისის შემოვლითი რკინიგზის გარდა, დღესდღეობით, არც ერთი დიდი პროექტი გაჩერებული არ არის", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1029
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია