დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
არასაპარლამენტო პარტიების ლიდერები ხვალ დავით უსუფაშვილს შეხვდებიან
ავტორი:
2014/თებერვალი/08 20:00:02
არასაპარლამენტო პარტიების ლიდერები საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერებას ხვალ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან შეეცდებიან.
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, არასაპარლამენტო ოპოზიციის დავით უსუფაშვილთან შეხვედრა იუსტიციის სახლში, ხვალ, 15:00 საათისათვის იგეგმება.
"ჩვენ კიდევ ერთხელ შევეცდებით მოვნახოთ ჩიხიდან გამოსვლის გზები და დიალოგის შედეგად მივაღწიოთ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირებას", – განუცხადა "ინტერპრესნიუსს" "ქართული დასის" ლიდრმა ჯონდი ბაღათურიამ.
"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე კი აცხადებს, რომ დავით უსუფაშვილთან დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი თემა ინტერფრაციული ჯგუფის მუშაობის ფორმატი იქნება.
"გვინდა მივიღოთ პასუხი კითხვაზე – ეს არის ფორმატი, სადაც გადაწყვეტილებები პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსით მიიღება, თუ ეს ის ფორმატია, სადაც გადაწყვეტილებებს არა კონსენსუსით, არამედ ხმათა უმრავლესობით იღებენ. ასეთ შემთხვევაში "ქართული ოცნება" ძალიან დაემსგავსება "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", – აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.
მიმდინარე კვირას, საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის სხდომა არასაპარლამენტო ოპოზიციამ და მასთან ერთად არასამთავრობო სექტორმა პროტეტის ნიშნად დატოვა. მხარეები საარჩევნო სისტემასა და არჩევნებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე ვერ თანხმდებიან.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1278
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია