დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საგარეო - აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკური კომიტეტი საქართველოში პროექტების განხორციელებითაა დაინტერესებული
ავტორი:
2014/ოქტომბერი/22 15:00:08
აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკური კომიტეტი საქართველოში პროექტების განხორციელებით არის დაინტერესებული. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტის დირექტორს, რაინერ ლინდრელს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეკონომიკური კომიტეტის საქმიანობას და მის სამომავლო გეგმებს. როგორც შეხვედრაზე კომიტეტის დირექტორმა, რაინერ ლინდრელმა აღნიშნა, ორგანიზაცია დაინტერესებულია საქართველოში ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებით და საქართველოში გერმანელ ბიზნესმენთა დელეგაციის ჩამოყვანის სურვილს გამოთქვამს.
როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი 2015 წლის დასაწყისში ბერლინში კონფერენცია გაიმართება, რომელზეც იმსჯელებენ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების (თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ჩათვლით) გაფორმების შემდეგ საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში არსებულ საინვესტიციო გარემოსა და შესაძლებლობებზე.
აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვია კონფერენციაზე East Forum, რომელიც გერმანიაში 2015 წლის გაზაფხულზე გაიმართება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 985
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია