დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კოკი იონათამიშვილი თბილისის მერიის სამსახურებს შორის გაუგებრობაზე საუბრობს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/10 11:30:03
საკრებულოს დეპუტატის კოკი იონათამიშვილის განცხადებით, თბილისის მერიის სამსახურებს შორის გაუგებრობაა. როგორც იონათამიშვილი აცხადებს , სწორედ ასეთი შეფასების საფუძველს იძლევა ვაკის რაიონის გამგებლის ბაჩო დოლიძის განცხადება, რომ საკრებულოს მიერ ამხანაგობების თავმჯდომარეების წახალისების პროექტზე მუშაობის შესახებ ცნობილი არაა.
"საზოგადოებას მსურს შევახსენო, რომ საკრებულოს ფრაქცია "დედაქალაქის" წევრების ქალაქის მერ გიგი უგულავასთან შეხვედრის დროს, კიდევ ერთხელ საჯაროდ გაცხადდა, რომ საკრებულო გეგმავს მიიღოს ამხანაგობების თავმჯდომარეების წახალისების ობიექტური და გამჭვირვალე წესი, რომლის შესრულება სავალდებულო იქნება ყველა გამგებლებისათვის. შეხვედრაზე ქალაქის მერმა განაცხადა, რომ არსებობს შესაძლებლობა მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის შემდეგაც მოხდება ამხანაგობების თავმჯდომარეების წახალისება. ამავე შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მერიის სამსახურებს შორის იყო დისკომუნიკაცია, რამაც ხელი შეუშალა პროცესის ობიექტურად წარმართვას. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის მიუხედავად, სწორედ ასეთი შეფასების საფუძველს იძლება ვაკის რაიონის გამგებლის, ბაჩო დოლიძის არაკომპეტენტური და დესტრუქციული განცხადება, თითქოსდა მისთვის არაა ცნობილი, რომ საკრებულო მუშაობს ამხანაგობების თავმჯდომარეებისათვის წახალისების პროექტზე", - მიიჩნევს საკრებულოს დეპუტატი.
მისივე შეფასებით, დოლიძის განცხადებაშივე ჩანს, რომ "არ ფლობს ინფორმაციას მიმდინარე წლის ბიუჯეტში არსებული რესურსების შესახებ".
"იმედს გამოვთქვამ, თბილისის მერია, ხელს შეუწყობს ამხანაგობების თავმჯდომარეების წესის მიღების პროცესს და მსგავსი ტიპის გაუაზრებელი განცხადებები მომავალში აღარ განმეორდება", - აღნიშნავს იონათამიშვილი.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1285
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია