დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გედევან ფოფხაძე - სასურველია, ბიძინა ივანიშვილის უმრავლესობის ხვალინდელ სხდომაზე დასწრება
ავტორი:
2018/აპრილი/18 15:00:02
../photo/2015_02/0-00-1AMART-2017/fofxadze_3c176.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/488669-gedevan-fofkhadze-sasurvelia-bidzina-ivanishvilis-umravlesobis-khvalindel-skhdomaze-dastsreba.html", "headline": "გედევან ფოფხაძე - სასურველია, ბიძინა ივანიშვილის უმრავლესობის ხვალინდელ სხდომაზე დასწრება", "datePublished": "2018-04-18 11:09:13", "dateModified": "2018-04-18 11:09:13", "description": "მგონი, სასურველია, ბიძინა ივანიშვილის დასწრება ხვალინდელ სხდომაზე, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AMART-2017/fofxadze_3c176.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მგონი, სასურველია, ბიძინა ივანიშვილის დასწრება ხვალინდელ სხდომაზე, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ მის სურვილთან დაკავშირებით უმრავლესობის ხვალინდელ სხდომას ბიძინა ივანიშვილი დაესწროს.

ფოფხაძის თქმით, ივანიშვილს აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური კაპიტალი, იმ ავტორიტეტით, რაც მას, როგორც პოლიტიკოსს და ადამიანს გააჩნია ქვეყანაში, ეს არის პოლიტიკური კაპიტალი, რაც ეხმარება ადამიანებს რთული სიტუაციის დროს გადაწყვეტილების მიღებაში.

დეპუტატის თქმით, ხვალინდელ სხდომაზე ყველა დეპუტატის სრულფასოვანი მონაწილეობა უნდა მოხდეს.

„შეიძლება, რაღაც საკითხების უტრირება ხდებოდეს, მაგრამ საერთო პოზიცია ფორმირდება იმით, რომ ჩვენ უნდა მოგვეცეს სრულფასოვანი მონაწილეობის საშუალება. გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ყველას მონაწილეობით, ეს არის სწორი ფორმა. ამაზე უნდა ვიმსჯელოთ რა პროცედურებია საჭირო. რაც შეეხება უკმაყოფილებას, რომელიც ჩვენი მხრიდან არსებობს, ამაზე სხდომაზე შესვლამდე შეგვიძლია დავიწყოთ მსჯელობა და პოზიციაზე შევჯერდეთ. ერთადერთი დისციპლინა, რომელსაც უნდა დაემორჩილნონ დეპუტატები, არის ქვეყნის და ხალხის ინტერესები. დომინანტი არ უნდა იყოს დისციპლინაზე საუბარი“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 465
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია