დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სრული მოცულებით ამოქმედების გადავადებაზე იმსჯელებს
ავტორი:
2014/სექტემბერი/14 19:30:02
პარლამენტი მთავრობის ინიციატივის განხილვას იწყებს, რომელიც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სრული მოცულობით ამოქმედების ორი წლით გადავადებას ითვალისწინებს.
ხვალ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" შესატან ცვლილებებზე იმსჯელებს, რომლის მიხედვით, ნაფიც მსაჯულთა დროებითი განსჯადობის ვადა, რომელიც 2014 წლის 1-ელი ოქტომბრისთვის იწურება, 2016 წლის 1–ელ ოქტომბრამდე გადაიწევს. პროექტის ავტორი იუსტიციის სამინისტროა.
სისხლის სამართლის რეფორმის ფარგლებში, 2011 წლიდან ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ეტაპობრივი დანერგვა დაიწყო. "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის" გათვალისწინებით, 2014 წლის 1-ელ ოქტომბრამდე ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მოქმედების არეალი მხოლოდ თბილისისა და ქუთაისის სასამართლოებით არის შემოფარგლული. ნაფიც მსაჯულებს დღეს ვერდიქტი მხოლოდ ისეთ დანაშაულებზე გამოაქვთ, რომელიც სიცოცხლის მოსპობას ეხება. ამასთან, გასულ წელს, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, ნაფიც მსაჯულთა განსჯადობას ყოფილ და მოქმედ თანამდებობის პირთა სისხლის სამართლებრივი დევნის საქმეები დაექვემდებარა. 1-ელი ოქტომბრიდან კი ძალას კარგავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დროებითი განსჯადობა, რის შემდეგაც ზოგადი წესი სრული მოცულობით უნდა ამოქმედდეს და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობას ყველა ის სისხლის სამართლის საქმე დაექვემდებაროს, რომლიც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ჯერ კიდევ მოქმედი კოდექსის თანახმად, 1-ელი ოქტომბრიდან ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობა უკლებლივ ყველა სასამართლოზე უნდა გავრცელდეს.
კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების ავტორი უწყების, იუსტიციის სამინისტროს შეფასებით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ფართო მასშტაბით ასამოქმედებლად მოცემული მომენტისათვის სათანადო პირობები არ არსებობს.
კერძოდ, პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნულია, რომ 2011 წლიდან დღემდე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით განხილულია და განაჩენი გამოტანილია რვა სისხლის სამართლის საქმეზე. მათ მიერ განხილული საქმეების ანალიზის შედეგად კი იკვეთება შემდეგი ძირითადი პრობლემა – პროცესის არაგონივრული გაჭიანურება, ნაფიც მსაჯულთა კანდიდატებში სათანადო რესურსის დეფიციტი და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების არაკვალიფიციურობა.
გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტრო ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობის გაფართოების სხვა სირთულეებზეც ამახვილებს ყურადღებას. უწყება აღნიშნავს, რომ საჭიროა პირველი ინსტანციის სასამართლოებში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთვის დარბაზების მომზადება. მისივე თქმით, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მოქმედი მოდელი საჭიროებს რეფორმას, რადგან ორ ნაწილში ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტს ეწინააღმდეგება.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 874
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია