დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნინო გოგუაძემ ლონდონში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ავტორი:
2017/ნოემბერი/11 11:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/parlamentgoguadze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/462369-nino-goguadzem-londonshi-gamarthul-saerthashoriso-konferenciashi-miigho-monatsileoba.html", "headline": "ნინო გოგუაძემ ლონდონში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა", "datePublished": "2017-11-11 07:25:26", "dateModified": "2017-11-11 07:25:26", "description": "საქართველოს პარლამენტის წვერმა, ნინო გოგუაძემ ლონდონში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში ”ადმინისტ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/parlamentgoguadze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პარლამენტის წვერმა, ნინო გოგუაძემ ლონდონში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში ”ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება საარჩევნო პროცესში - დემოკრატიული არჩევნების მთავარი გამოწვევა“, მიიღო მონაწილეობა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, კონფერენციის მონაწილეებმა საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საერთაშორისო გამოცდილებაზე, აღნიშნული შემთხვევების პრევენციასა და შესაბამის რეაგირებაზე, ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების რეკომენდაციების შესახებ იმსჯელეს.

”შეხვედრის ყველა ფორმატში ჩვენი პარტნიორი ქვეყნები თუ საერთაშორისო ექსპერტები ცალსახად აღნიშნავენ იმ პროგრესს, რომელიც საქართველომ არჩევნების ადმინისტრირების და საარჩევნო პროცესების მართვის მიმართულებით აჩვენა. ეს არის წარმატება, რომელიც ნამდვილად არის მუდმივად აღნიშვნის ღირსი და იმავდროულად ეს არის პროცესი, რომელიც მომავალშიც საჭიროებს მუშაობას რომ საარჩევნო სტანდარტი ჩვენს ქვეყანაში იყოს ძალიან მაღალი, თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს დემოკრატიის განმტკიცებაში, კერძოდ, საარჩევნო პროცესების მაღალ სტანდარტებს“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

კონფერენციას ესწრებოდნენ უკრაინის, მოლდოვის, აზერბაიჯანის და სომხეთის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო ექსპერტები საარჩევნო საკითხებში, რომელთაც საქართველოში არჩევნებზე დაკვირვების დიდი გამოცდილება აქვთ.

კონფერენცია ევროპის საბჭოს საპარალამენტო ასამბლეისა და ვენეციის კომისიის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების კონგრესის მხარდაჭერით გაიმართა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 635
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია