დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს პრეზიდენტი ხელფასის სახით 7 200 ლარს მიიღებს
ავტორი:
2013/დეკემბერი/05 10:30:02
საქართველოს პრეზიდენტის ხელფასი პრეზიდენტის ადმინისტრაციის არსებული დაფინანსების ფარგლებში გაიზრდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, გიორგი მარგველაშვილის შრომის ერთადერთი ანაზღაურება, წინამორბედისგან განსხვავებით, ხელფასია.
"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია დაგეგმილი, მათ შორის - შემცირებები, ვინაიდან აპარატსიმდენი ფუნქცია აღარ ექნება და რესურსი საკმარისი იქნება შრომის ანაზღაურების მოსაწესრიგებლად. პრეზიდენტის ხელფასის გაზრდა სრულიად შესაძლებელია არსებული დაფრინანსების ფარგლებში. ძალიან ბევრი ხარჯი, რომელსაც წევდა წინა პრეზიდენტი, არ იქნება გაწეული. 9 ათასი ლარიდან პრეზიდენტი ხელზე აიღებს მხოლოდ 7 200 ლარს", - აღნიშნა ხადურმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1193
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია