დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი კვირიკაშვილი - მოზარდების მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შემადგენლობას პარლამენტი უახლოეს ვადებში დაამტკიცებს
ავტორი:
2018/ივნისი/01 01:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/kvirikashvilibrifingi.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/496299-giorgi-kvirikashvili-mozardebis-mkvlelobis-saqmeze-sagamodziebo-komisiis-shemadgenlobas-parlamenti-uakhloes-vadebshi-daamtkicebs.html", "headline": " გიორგი კვირიკაშვილი - მოზარდების მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შემადგენლობას პარლამენტი უ...", "datePublished": "2018-05-31 20:53:22", "dateModified": "2018-05-31 20:53:22", "description": "პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი მკვლელობის...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/kvirikashvilibrifingi.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შემადგენლობას პარლამენტი უახლოეს ვადებში დაამტკიცებს. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე. უმოკლეს ვადაში, რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბება პარლამენტი, დაამტკიცებს კომისიის შემადგენლობას, სადაც, რამდენადაც ვიცი, შესაძლებელია და კარგიც იქნება ამ შემთხვევაში, რომ უმცირესობა იყოს წარმოდგენილი უმრავლესობის სახით. უმოკლეს პერიოდში დაიწყებს კომისია მუშაობას იმ პერიოდში, რა პერიოდშიც ტექნიკურად იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობის დატოვების კუთხით ღირსეული ნაბიჯი გადადგაა. „ვფიქრობ, რომ ირაკლი შოთაძემ დღეს გადადგა ღირსეული ნაბიჯი და ერთი წამით არ დააყენა ეჭვქვეშ პროკურატურის რეპუტაცია. გამომდინარე აქედან, ჩვენ უნდა დავიწყოთ ახალი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი. მოვუწოდებ, და დავალება უკვე მივეცი იუსტიციის მინისტრს, რომ მაქსიმალური ჩართულობით, საზოგადოების რაც შეიძლება ფართო ფენების ლეგიტიმაციით, შეირჩეს ახალი მთავარი პროკურორი. პროცესში უნდა იყოს ჩართული პარლამენტის ყველა ფრაქცია, სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო სექტორო, მთლიანად ჩვენი საზოგადოება, რომ არც ერთი მისხალი ეჭვი პიროვნულ რეპუტაციაზე, თუ მის პიროვნულ მახასიათებელზე ახალ მთავარ პროკურორთან მიმართებაში არ არსებობდეს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების მიმართ ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილებით, გ.ბ, რომელსაც ბრალი, როგორც ლევან დადუნაშვილის ასევე დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ედებოდა, მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში იქნა დამნაშავედ ცნობილი. რაც შეეხება დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდს, სასამართლომ გ.ბ. ამ ნაწილში სრულად გაამართლა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, რომელსაც პროკურატურა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, სასამართლომ გ.ჯ.-ს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. გამოტანილი განაჩენიდან გამომდინარე, ბრალდებულებთან მიმართებაში სასამართლო სასჯელის ვადას და ზომას ხვალ განსაზღვრავს.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 470
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია