დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით დაგეგმილ კონცერტზე მოსახლეობას სიტყვით პრეზიდენტი და პრემიერი მიმართავენ
ავტორი:
2014/ივნისი/24 19:30:02
ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით დაგეგმილ კონცერტზე მოსახლეობას სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიმართავენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ განუცხადა.
"27 ივნისს, საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ბრიუსელში ჩაიტანს ქართველი ხალხის მთავარ გზავნილს, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ საქართველოს ევროპული გზა ჩვენი ურყევი ნებაა. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით 20.30 საათზე ჩვენ გავმართავთ კონცერტს თბილისში, ევროპის მოედანზე. მასში მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი ცნობილი მომღერლები, რომლებიც ევროპაში მოღვაწეობენ, ასევე, ქართველი ვარსკვლავები. დიდი სურვილი გვაქვს, რომ სრულიად საქართველოსთან ერთად გავიზიაროთ ეს დიდი სიხარული, რაც ხელშეკრულების დღეს თან სდევს", - აღნიშნა ნინო კობახიძემ.
მისივე ინფორმაციით, 28 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ დღესთან დაკავშირებით, ბათუმში გამართავს მიღებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის. "28 ივნისს, პრემიერი დახურავს უსაფრთხოების კონფერენციას, რომელიც ბათუმში გაიმართება და სწორედ ამიტომ, მიღება დიპლომატიური კორპუსისთვის ამ ქალაქში არის დაგეგმილი. ხოლო დელეგაცია, რომელიც ბრიუსელიდან დაბრუნდება, შეუერთდება ევროპის მოედანზე მიმდინარე კონცერტს. კონცერტზე მოსახლეობას სიტყვით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი", - განაცხადა ნინო კობახიძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1078
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია