დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს, არ გაიმეორონ 2003-2004 წლებში დაშვებული შეცდომები
ავტორი:
2013/დეკემბერი/04 11:30:03
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მოუწოდებს არ დაუშვან ის შეცდომა , რაც 2003-2004 წლებში დაუშვეს, - ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა სასტუმრო "რედისონში" მიმდინარე კონფერენციაზე - ადამიანის უფლებები საქართველოში - მომავალი გეგმები განაცხადა.
უსუფაშვილი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მოუწოდებს დაეხმარონ როგორც ხელისუფლებას, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს.
"ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს კონკრეტული შეფასების კრიტერიუმები, რას დავპირდებით და რას შევასრულებთ. მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ჩვენი პარტნიორები გააგრძელებენ დახმარებას ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ეს დახმარება აუცილებლად უნდა მოიცავდეს ძალიან მკაცრ მონიტორინგს. თავად ვთხოვთ ყველას, საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს მივმართავ, არ დაუშვათ ის შეცდომა, რაც დაუშვით 2003-2004 წლებში, როდესაც არასწორად ჩათვალეთ, რომ საქართველო დემოკრატიული განვითარების გზას დაადგა და არ იყო აუცილებელი სათანადო ყურადღების გამოჩენა, სათანადო რესურსების დახარჯვა. ჩვენ მზად ვართ ამ მძიმე საქმისთვის და ჩვენ ეს დახმარება გვჭირდება", - განაცხადა უსუფაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1112
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია