დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით ბაქრაძე - ხელისუფლებას კვალავ განზრახული აქვს მარნეულში არეულობა და ხალხისთვის არჩევანის წართმევა
ავტორი:
2017/ოქტომბერი/21 16:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAMAI-2017/baqradze_4005c.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/458984-davith-baqradze-khelisuflebas-kvalav-ganzrakhuli-aqvs-marneulshi-areuloba-da-khalkhisthvis-archevanis-tsarthmeva.html", "headline": "დავით ბაქრაძე - ხელისუფლებას კვალავ განზრახული აქვს მარნეულში არეულობა და ხალხისთვის არჩევანის წართმ...", "datePublished": "2017-10-21 12:40:33", "dateModified": "2017-10-21 12:40:33", "description": "ხელისუფლებას კვალავც განზრახული აქვს მარნეულში არეულობა და ხალხისთვის არჩევანის წართმევა, - ამის შეს...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAMAI-2017/baqradze_4005c.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ხელისუფლებას კვალავც განზრახული აქვს მარნეულში არეულობა და ხალხისთვის არჩევანის წართმევა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

ბაქრაძე მარნეულში სპეცდანიშნულების რაზმის ჩაყვანას გაემოეხმაურა.

„ეს ყველაფერი გვაგონებს კარგად ნაცნობ სქემას, როდესაც 2016 წელს მარნეულში გამარჯვებულ მაშინდელ ოპოზიციის კანდიდატს ახმედ იმამკულიევს ძალადობით, არეულობის პროვოცირებით და ზეწოლით მოპარეს დამსახურებული გამარჯვება. ყველა წინასწარი მონაცემის თანახმად, იმამკულიევი იმარჯვებს მარნეულში, ამიტომ „ევროპული საქართველოს“ ამოცანაა არ მივცეთ მარნეულში არავის არეულობის საშუალება, ჩავატაროთ მშვიდი არჩევნები და გაიმარჯვოს იმ კანდიდატმა, რომელსაც მხარს უჭერს ადგილობრივი მოსახლეობა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მანვე მოუწოდა არასამთავრობო სექტორს და საერთაშორისო დამკვირვებლებს, გააგზავნონ დამკვირვებლები მარნეულში, სადაც „ხმის დათვლის პროცედურისას ხელისუფლების მხრიდან მოსალოდნელია სიტუაციის დეტაბილიზაცია“.

ბაქრაძემ მიმართა პრემიერს და შს მინისტრსაც და მოუწოდა მათ, ყველაფერი გააკეთონ, რომ მარნეულში იყოს სიმშვიდე.

თემა: თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2017
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 697
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია