დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი - კრიმინალი პოლიტიკური ნიშნით მთელი ქვეყნის იმიჯს ანგრევს
ავტორი:
2014/მაისი/20 23:00:02
კრიმინალი პოლიტიკური ნიშნით მთელი ქვეყნის იმიჯს ანგრევს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "იმედის" ეთერში, გადაცემა "პოლიტიკის დროში" სტუმრობისას, ჟურნალისტის იმ თხოვნის პასუხად განაცხადა, რომ მისი არა როგორც პრეზიდენტის, არამედ მოქალაქის პოზიცია დააფიქსიროს ისეთ საკითხებთან მიმართებაში, როგორიცაა ნუგზარ წიკლაურის და დავით კოდუას ცემა.
"ნეტა შემეძლოს, როგორც მოქალაქე გესაუბროთ. საქმე ისაა, რომ მე ვერ გავყოფ ახლა ამ ფუნქციებს, იმიტომ, რომ რა განცხადებებსაც ვაკეთებ, იმ განცხადებების კეთების სხვა ფორმატია ახლა და თავისუფლად ვერ გავაკეთებ შეფასებებს. ამიტომ, როგორც მოქალაქე, ისე ვერ გიპასუხებთ და გიპასუხებთ, როგორც პრეზიდენტი. აბსოლუტურად ბუნებრივია, მიუღებელია – ეს არის აბსოლუტურად ამაზრზენი და შემაძრწუნებელი, როდესაც ხდება კრიმინალი და ამ კრიმინალს სჭირდება დროზე გამოძიება. თუ რაიმე ელფერი არის ამ პროცესებში პოლიტიკური დევნის, თუნდაც არალეგალური, აუცილებლად საგანგებო ყურადღებაა ამაზე მისაქცევი. კრიმინალი თავისთავად დასაგმობია და აღმოსაფხვრელია, მაგრამ თუ იქ არის კიდევ პოლიტიკური ელემენტი, ეს ორჯერ და სამჯერ უფრო მეტად ამძაფრებს საკითხს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ის ამ საქმის გამომძიებელი არ არის და როგორც პოლიტიკური პირი აფიქსირებს პოზიციას, რომ ორჯერ უფრო მიუღებელია კრიმინალი, რომელიც ჩადენილია პოლიტიკური ნიშნით.
"ერთეული კრიმინალი არის კონკრეტული დანაშაული და როცა არის კრიმინალი პოლიტიკური ნიშნის, ეს მთელი ქვეყნის იმიჯს ანგრევს და სტაბილურობას ამ ქვეყანაში. ის არის დანაშაული, მიმართული მთელი საზოგადოების წინააღმდეგ და არა კონკრეტული ინდივიდის წინააღმდეგ", - დასძინა გიორგი მარგველაშვილმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 928
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია