დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბიძინა ივანიშვილი - პროცესებს, რომელიც ეკონომიკაში ვითარდება, ვარდნას არ დავარქმევდი
ავტორი:
2013/ოქტომბერი/14 22:00:04
პროცესებს, რომელიც დღეს ეკონომიკაში ვითარდება, ვარდნას არ დავარქმევდი, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა პირველ არხის" საინფორმაციო გამოშვება "მოამბეში", სოფო მოსიძისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც სავალუტი ფონდის მაჩვენებლებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ის ამ პროცესს, რაც ახლა მიმდინარეობს, ეკონომიკური გაჯანსაღების პროცესს უწოდებს.
"პროცესი გადალაგებისა და გადაწყობის არ მიდის მარტივად. თქვენ იცით, რომ ბიზნესი ტოტალურად იმართებოდა, ბიზნესი ჰყავდათ საშინელ დღეში, ერთი კაცი კარნახობდა, ვის რა უნდა გაეკეთებინა და როდის. გადაღლილი და გამოფიტული იყო ბიზნესგარემო. ზრდა ძირითადად მიღწეული იყო იმ კრედიტებით, რომელსაც სახელმწიფო იზიდავდა და ახერხებდა ისეთ მშენებლობებს, როგორიც არის ქუთაისში პარლამენტის შენობა, რომელიც დიდ პრობლემას წარმოადგენს ახალი მთავრობისთვის, არ ვიცით რაში და როგორ გამოვიყენოთ. მსგავსი ბევრი გაუგებარი მშენებლობები იყო, რომელსაც ბიზნესმენებს ავალებდნენ. დავალიანებითაც აშენებდა ბევრი ბიზნესმენი. მაგალითად, ბოლო იყო ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც აიკვიატა პრეზიდენტმა, რომ ეს არის საუკეთესო შენობა. აბსოლუტურად გამოუყენებადია ეს უნივერსიტეტისთვის. ეს იდეა იყო ჩემი, მე ვაკეთებდი, პროექტში მაქვს გადახდილი ძალიან ბევრი ფული. როდესაც პოლიტიკაში წავედი, მან სასწრაფოდ მოისურვა გაეკეთებინა",-განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, ასე სწრაფად აშენებდა სააკაშვილი შენობებს, რომელიც გამოუყენებადი იყო და ამ ტიპის მშენებლობებით მიიღწეოდა ის ზრდა, როგორიც იყო ციფრებად ნაჩვენები. "რეალურად საქართველოს ეკონომიკა ძალიან დაბალი ტემპებით ვითარდებოდა",-განაცხადა ივანიშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეკონომიკა არის ძალიან ინერტული, მას სჭირდებდა დრო და რამდენიმე თვეში ვერ აღორძინდება. "რაც შეეხება კრიზისს, ის დაწყებული იყო წინა წლის ივლისში და თუ ჩვენ არ მოვიდოდით, ეკონომიკური კოლაფსი მოხდებოდა. ახლა ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესი მიდის. ნურავინ ნუ შფოთავს, ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ აუცილებლად მივიღებთ ევროპული ტიპის ეკონომიკას და მას სჭირდებდა დრო",-განაცხადა ივანიშვილმა.
რაც შეეხება სავალუტო ფონდის მაჩვენებელს უმუშევრობის ზრდის შესახებ, პრემიერის თქმით, არავითარი საფუძველი არ არსებობს იმის თქმის, რომ უმუშევრობა გაიზარდა. "პირიქით, სამუშაო ადგილები გაიზარდა, მაგრამ უმნიშვნელოდ", - განაცხადა ივანიშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1077
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია