დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ქართული ოცნების" კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი ბექა ნაცვლიშვილი ფონიჭალის მოსახლეობას შეხვდა
ავტორი:
2014/მაისი/19 13:00:02
კოალიცია "ქართული ოცნების" კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი ბექა ნაცვლიშვილი, დავით ნარმანიასთან ერთად, დღეს ფონიჭალის მოსახლეობას შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კოალიციიდან აცნობეს, ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და მერიის დახმარებით, არჩევნების შემდეგ აუცილებლად შემუშავდება სპეციალური პროგრამები, რომლებიც ფონიჭალის მცხოვრებელთა პრობლემებზე იქნება ორიენტირებული. დავით ნარმანია დაპირდა მოსახლეობას, რომ მისი არჩევის შემთხვევაში მერიაში დაწესდება კვირის ერთ-ერთი დღე, როდესაც მას მოსახლეობასთან ექნება შეხვედრა.
ბექა ნაცვლიშვილთან და დავით ნარმანიასთან ერთად სოფელ ფონიჭალას მოსახლეობას პარლამენტის დეპუტატები, გია ჟორჟოლიანი და შოთა ხაბარელი ესწრებოდნენ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1047
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია