დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მე-11 კლასელების გამოსაშვები გამოცდისთვის რეგისტრაცია დღეს იწყება
ავტორი:
2014/აპრილი/25 09:30:02
მე-11 კლასელების გამოსაშვები გამოცდისთვის რეგისტრაცია დღეს იწყება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის განცხადებით, მეთერთმეტე კლასელების გამოსაშვები გამოცდები ივნისში ჩატარდება, რადგან ისინი სწავლას 15 ივნისს ასრულებენ.
მეთერთმეტე კლასელები გამოცდას ჩააბარებენ შემდეგ საგნებში: ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია და გეოგრაფია. მათი საგამოცდო პერიოდი 13 ივნისს დაიწყება. მიმინოშვილმა აღნიშნა, რომ 13 ივნისი, მეთერთმეტე კლასელებისთვის არის სავარჯიშო დღე, როდესაც მოსწავლეებს საშუალება ექნებათ საგამოცდო პროგრამას გაეცნონ და გამოცდის ჩაბარებაში ივარჯიშონ. უშუალოდ პირველი გამოცდა მათ 14 ივნისს ჩაუტარდებათ.
მიმინოშვილის განცხადებით, 15 ივნისი თვითმმართველობის არჩევნების დღეა, ამდენად ამ დღეს მოსწავლეები დაისვენებენ. საგამოცდო პროცესში კი ისინი 16, 17 და 18 ივნისს ჩაერთვებიან. 19 ივნისი, მე-11 კლასელებისათვის სარეზერვო დღეა და ამ დღეს საგამოცდო პროცესი დასრულდება. გამოცდებში მონაწილე მე-11 კლასელთა ზუსტი რაოდენობა ამ დღეებში გაირკვევა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1124
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია