დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნიკა მელია - მმართველი გუნდი საჯარო სამსახურის თანამშრომლებს აიძულებს, საარჩევნო უბნებთან 12:00 საათამდე მივიდნენ
ავტორი:
2017/ოქტომბერი/20 19:30:02
../photo/2015_02/0-00-1ATEB-2017/melia.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/458751-nika-melia-mmarthveli-gundi-sajaro-samsakhuris-thanamshromlebs-aidzulebs-saarchevno-ubnebthan-1200-saathamde-mividnen.html", "headline": "ნიკა მელია - მმართველი გუნდი საჯარო სამსახურის თანამშრომლებს აიძულებს, საარჩევნო უბნებთან 12:00 საათ...", "datePublished": "2017-10-20 15:09:40", "dateModified": "2017-10-20 15:09:40", "description": "მმართველი გუნდი ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს და საჯარო სამსახურის თანამშრომლებს აიძულებს, საარჩევნ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1ATEB-2017/melia.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მმართველი გუნდი ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს და საჯარო სამსახურის თანამშრომლებს აიძულებს, საარჩევნო უბნებთან 12:00 საათამდე მივიდნენ, - აღნიშნულის შესახებ წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ ბრიფინგზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ისაუბრა.
”ხვალ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი არჩევნებია. ძვირფასო მოქალაქეებო, ყველამ ერთად უნდა დავამარცხოთ უპერსპექტივობა, უიმედობა, მაფიოზური, კრიმინალური მმართველობა. ხელისუფლებამ გააკეთა ზეწოლა ამომრჩევლებზე, განსაკუთრებით საჯარო მოხელეებზე, ძვირფასო პედაგოგებო, ბაღის თანამშრომლებო, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებო, ავტობუსის მძღოლებო, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ თქვენი ხელმძღვანელები გაიძულებთ, რომ საარჩევნო უბნებზე გამოცხადდეთ, საკუთარი ოჯახის წევრები დღის 12:00 საათამდე მიიყვანოთ. არ დანებდეთ ზეწოლას. ხვალ ყველანი ერთ მუშტად უნდა გამოცხადდეთ საარჩევნო უბნებზე და გავაგონოთ ჩვენი ხმა მილიარდერ ივანიშვილის ხელისუფლებას. არ დავნებდეთ ზეწოლას, შანტაჟს, მუქარას“, - განაცხადა ნიკა მელიამ.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 629
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია