დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პარლამენტმა პირველი მოსმენით კონსტიტუციის ახალ რედაქციაში შესატანი ცვლილებების პროექტი მიიღო
ავტორი:
2017/დეკემბერი/14 13:30:02
../photo/2015_02/00-1SEQT-2014/parlamenti-usufashvili-4.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/468567-parlamentma-pirveli-mosmenith-konstituciis-akhal-redaqciashi-shesatani-cvlilebebis-proeqti-miigho.html", "headline": "პარლამენტმა პირველი მოსმენით კონსტიტუციის ახალ რედაქციაში შესატანი ცვლილებების პროექტი მიიღო", "datePublished": "2017-12-14 09:22:25", "dateModified": "2017-12-14 09:22:25", "description": "პარლამენტმა 115 ხმით, პირველი მოსმენით საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში შესატანი ცვლილებების...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/00-1SEQT-2014/parlamenti-usufashvili-4.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტმა 115 ხმით, პირველი მოსმენით საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში შესატანი ცვლილებების პროექტი მიიღო.

საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვა და მიღება მიმდინარე კვირის პლენარული სხდომის ფარგლებში იგეგმება.

კონსტიტუციური კანონის პროექტი შემდეგ ძირითად ცვლილებებს ითვალისწინებს: - კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან ე.წ. ბონუსის სისტემის ამოღება ხდება. ახალი ვერსიის თანახმად, გაუნაწილებელ საპარლამენტო მანდატებს თანმიმდევრობით უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები მიიღებენ.

მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, პოლიტიკური პარტიების გარდა, საარჩევნო ბლოკებსაც ექნება.

იცვლება რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებასთან დაკავშირებული 16-ე მუხლი, საიდანაც სიტყვების: – ”სახელმწიფო უსაფრთხოება”, ”დანაშაულის თავიდან აცილება“ და ”მართლმსაჯულების განხორციელება“ ამოღება ხდება.

გარდა ამისა, ფართოვდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები საარჩევნო ნორმებისა და არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით. კერძოდ, სამი თვით იზრდება შესაბამისი სარჩელის განხილვის ვადები. ასევე, უქმდება ჩანაწერი, რომლის თანახმად, არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო სიითი შემადგენლობის სრული თანხმობით წყვეტს.

ახალმიღებულ კონსტიტუციაში ტერმინი ”ხმოსანი” აღარ იარსებებს. პროექტი ცვლილებების განხორციელებას პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებულ 50-ე მუხლშიც ითვალისწინებს, თუმცა ეს მხოლოდ ტერმინოლოგიური ცვლილებაა და ”ხმოსანი“ ტერმინით - ”საარჩევნო კოლეგიის წევრი“ იცვლება.

საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტს უმრავლესობის 116 დეპუტატის ხელმოწერით წარედგინა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 599
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია