დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს პარლამენტმა საპარლამენტო ღიაობის რიგით მესამე სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დაასრულა
ავტორი:
2018/ივნისი/07 18:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/parlamenti.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/497422-saqarthvelos-parlamentma-saparlamento-ghiaobis-rigith-mesame-samoqmedo-gegmaze-mushaoba-daasrula.html", "headline": "საქართველოს პარლამენტმა საპარლამენტო ღიაობის რიგით მესამე სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დაასრულა", "datePublished": "2018-06-07 14:09:21", "dateModified": "2018-06-07 14:09:21", "description": "საქართველოს პარლამენტმა საპარლამენტო ღიაობის რიგით მესამე სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დაასრულა. როგორც...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/parlamenti.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პარლამენტმა საპარლამენტო ღიაობის რიგით მესამე სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დაასრულა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოსა და საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის წევრების დღევანდელ შეხვედრაზე მესამე სამოქმედო გეგმისთვის (2018-2019 წწ) შემუშავებული 7 ვალდებულება განიხილეს.

პარლამენტის განცხადებით, ვალდებულებები მოიცავს: პარლამენტის მიერ 2030 წლის გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგის შესრულების ხელშეწყობასა და მონიტორინგს, მოქალაქეთა წინაშე ანგარიშვალდებულების გაზრდას, საპარლამენტო დემოკრატიის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და მთავრობის საქმიანობის ღიაობასა და გამჭვირვალობაზე საპარლამენტო კონტროლის გაზრდას.

თითოეული ვალდებულება აერთიანებს მრავალ ამოცანას, რომელთა განხორციელებაც საქართველოს პარლამენტმა მომდევნო ორი წლის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს.
შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ირინა ფრუიძემ მიმართა.

„წინა სამოქმედო გეგმის მსგავსად, მესამე გეგმა პარლამენტის წევრების, ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ახალგაზრდობის აქტიური ჩართულობის შედეგად შემუშავდა. სამოქმედო გეგმის მთავარ მიზანს საქართველოს პარლამენტის ღიაობისა და მოქალაქეების წინაშე ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა წარმოადგენს“, - განაცხადა ირინა ფრუიძემ.

საბჭოს თავმჯდომარის ინფორმაციით, საპარლამენტო ღიაობის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმისთვის შემოთავაზებული იდეები შეგროვდა საქართველოს 7 ქალაქში: თელავში, რუსთავში, მარნეულში, ახალციხეში, ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში, გამართული საჯარო კონსულტაციების დროს, 2018 წლის მარტსა და აპრილში. ახალი სამოქმედო გეგმა ასევე მოიცავს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, კერძო სექტორისა და ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილ ვალდებულებებს. საჯარო კონსულტაციები ორგანიზებული იყო საქართველოს პარლამენტის მიერ ევროკავშირის, UNDP-ისა და IDFI- ის მხარდაჭერით.

საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, საჯარო მმართველობის პროგრამის მენეჯერმა, სოფი ჰუე გერიშმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა, საქართველოს პარლამენტის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებისა და მოქალაქეების წინაშე ღიაობის ხელშეწყობაში.

„საჯარო პოლიტიკის და კანონშემოქმედებით პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიული საზოგადოებისთვის. საკანონმდებლო პროცესის ღიაობა, პარლამენტის მიერ განხილულ კანონპროექტებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე წვდომის გამარტივებით, ხელს უწყობს მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას პოლიტიკის შემუშავებაში და ასევე, აძლევს მათ შესაძლებლობას გავლენა მოახდინონ საკანონმდებლო დღის წესრიგზე“, - განაცხადა სოფი ჰუე გერიშმა.

შეხვედრის მხარდამჭერია ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და IDFI.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 459
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია