დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ოთარ კახიძე - უმრავლესობამ ზარზეიმით დაამტკიცა ზაზა შათირიშვილი, რომელიც წმინდა ნინოს შემოსვლას ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლას ადარებს
ავტორი:
2018/მარტი/23 17:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/kaxidze_ff34e.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/484757-othar-kakhidze-umravlesobam-zarzeimith-daamtkica-zaza-shathirishvili-romelic-tsminda-ninos-shemosvlas-bidzina-ivanishvilis-politikashi-shemosvlas-adarebs.html", "headline": "ოთარ კახიძე - უმრავლესობამ ზარზეიმით დაამტკიცა ზაზა შათირიშვილი, რომელიც წმინდა ნინოს შემოსვლას ბიძი...", "datePublished": "2018-03-23 13:44:15", "dateModified": "2018-03-23 13:44:15", "description": "“ევროპული საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ პატივს არ სცემს კანონს, რომ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/kaxidze_ff34e.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } “ევროპული საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ პატივს არ სცემს კანონს, რომლითაც ”ევროპულ საქართველოს” საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურევო საბჭოში კანდიდატის შერჩევა ეკუთვნის.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი ნამდვილი სახე.

”ისინი პატივს არ სცემენ დემოკრატიულ გარანტიებს, რომელიც კანონითაა გათვალისწინებული. „ევროპულ საქართველოს“ კანონით ეკუთვნის კანდიდატის შერჩევა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში, მაგრამ ამ უფლებას არ სცემენ პატივს და „ევროპული საქართველოს“ კანდიდატის ჩაგდების პარალელურად, ერთხმად, ზარზეიმით დაამტკიცეს ზაზა შათირიშვილი, რომელიც წმინდა ნინოს შემოსვლას ადარებს ბიძინა ივანიშვილის შემოსვლას პოლიტიკაში და დითირამბების მიძღვნით და მლიქვნელობით არის გამორჩეული. მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, პატივი სცენ ამ ჩანაწერს, რომლითაც უმცირესობას აქვს კანდიდატის წარდგენის უფლება“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე ორი კანდიდატი - უმრავლესობის წარდგინებით ზაზა შათირიშვილი და აჭარის უმაღლესმა საბჭოს კვოტით ბესიკ ლილუაშვილი აირჩია.

პარლამენტმა უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების კვოტით წარდგენილი ნინია კაკაბაძის კანდიდატურა ჩააგდო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ორი ვაკანტური ადგილი რჩება.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 521
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია