დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დიმიტრი ქუმსიშვილი - მსოფლიო საავიაციო ბაზარი სწრაფად ვითარდება, ამიტომ მნიშვნელოვანია ვიყოთ ამ პროცესის უშუალო მონაწილეები
ავტორი:
2018/თებერვალი/19 13:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/qumsishvili2_57e78.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/479011-dimitri-qumsishvili-msoflio-saaviacio-bazari-stsrafad-vithardeba-amitom-mnishvnelovania-viyoth-am-procesis-ushualo-monatsileebi.html", "headline": "დიმიტრი ქუმსიშვილი - მსოფლიო საავიაციო ბაზარი სწრაფად ვითარდება, ამიტომ მნიშვნელოვანია ვიყოთ ამ პროც...", "datePublished": "2018-02-19 09:07:06", "dateModified": "2018-02-19 09:07:06", "description": "მსოფლიო საავიაციო ბაზარი სწრაფად ვითარდება, ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიყოთ ამ პროცესის უშუალო...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/qumsishvili2_57e78.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მსოფლიო საავიაციო ბაზარი სწრაფად ვითარდება, ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიყოთ ამ პროცესის უშუალო მონაწილეები, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი სწორედ საქართველოს ავიაბაზრის განვითარებაა. ქუმსიშვილის თქმით, ქვეყნის ტურიზმისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ავიამიმართულებების მოქნილი და ფართო ქსელი.

„კონკურენტული გარემოს დანერგვითა და განმტკიცებით ჩვენ უზრუნველვყოფთ კიდევ უფრო მეტი ახალი ავიაკომპანიის შემოსვლას საქართველოს საავიაციო ბაზარზე. აღსანიშნავია რამდენიმე მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც დაეხმარა ჩვენს ქვეყანას გამხდარიყო ერთ-ერთი რეგიონული სატრანსპორტო ცენტრი. მათ შორის არის: ღია ცის პოლიტიკის დანერგვა, საქართველოს ინტეგრირება ევროპის საერთო საავიაციო სივრცეში, ჩვენი მოქალაქეებისათვის ევროპასთან უვიზო მიმოსვლა და თანამედროვე აეროპორტების ქსელის განვითარება. მსოფლიო საავიაციო ბაზარი სწრაფად ვითარდება, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიყოთ ამ პროცესის უშუალო მონაწილეები და სწორად მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება და ამავე დროს საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყნის კულტურა და ისტორია“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მინისტრმა ასევე ეროპის საავიაციო ფორუმის „CONNECT 2018“-ის მნიშვნელობაზეც ისაუბრა, რომელსაც 20-22 თებერვალს საქართველო უმასპინძლებს. ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, თუნდაც ის ფაქტი, რომ საქართველომ მოიპოვა რიგით მეთხუთმეტე საიუბილეო ფორუმის მასპინძლობის უფლება, უკვე დიდი წარმატებაა და მოწმობს ჩვენი ქვეყნისადმი მზარდ ინტერესს.

„ფორუმის ფარგლებში 20-22 თებერვალს თბილისს ეწვევა 65 ავიაკომპანიისა და 250 აეროპორტის 500-ზე მეტი წარმომადგენელი. ფორუმზე განიხილება საჰაერო ტრანსპორტის არსებული და მომავალი გამოწვევები, დაიგეგმება ახალი ავიამიმართულებები და საფუძველი ჩაეყრება ახალ ურთიერთობებს. ღონისძიებაზე უკვე დარეგისტრირდნენ შემდეგი ავიაკომპანიები: Royal Dutch Airlines, Gulf Air, Wizz Air, Ryanair, Ukraine International Airlines, Turkish Airlines, TUI France, Airzena, SAS Scandinavian Airlines, LOT Polish Airlines, British Airways, Ernest Airlines, Transavia, HOP, MIAT Mongolian Airlines, Tajik Air, PTL Airlines, Flybe, Blue Air, SWISS International Airlines, Iberia, Croatia Airlines, Eurowings, Nordica, Meridiana, Pegasus Airlines, Kuwait Airways, Flydubai, Ellinair, Lufthansa, Volotea, Atlas Global, Air France, air Baltic და ა.შ.“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მინისტრის თქმით, ფორუმის ფარგლებში დანიშნული შეხვედრების და დაგეგმილი ღონისძიებების, მიზანი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და დელეგატებისათვის იმის გაცნობაა, თუ რისი შეთავაზება შეგვიძლია.

„ის მოკლე და გრძელვადიანი შედეგები, რაც მოჰყვება მსგავსი ფორუმების მასპინძლობას, პოზიტიურად აისახება არა მხოლოდ საავიაციო სექტორზე, არამედ სხვადასხვა მომიჯნავე დარგის განვითარებაზე, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას. კერძოდ, უპირველეს ყოვლისა, ის პოზიტიური მარკეტინგული აქტივობები, რომლებიც მიმდინარეობს ღონისძიების დაწყებამდე, მიზნად ისახავს საქართველოს ცნობადობის ამაღლებასა და მისდამი ინტერესის გაღრმავებას. უშუალოდ ღონისძიების პერიოდში ჩვენს ქვეყანას ეწვევა 500-ზე მეტი ტურისტი, რომელთა უმეტესობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს საავიაციო სექტორის განვითარების საქმეში. ღონისძიების დასრულების შემდეგ ყოველი ახალი რეისი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი ქვეყნის საავიაციო ბაზრის განვითარებისთვის“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 569
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია