დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
ავტორი:
2017/ოქტომბერი/18 18:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/dondua.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/458297-saqarthvelosa-da-somkhethis-sagareo-saqmetha-saministroebs-shoris-politikuri-konsultaciebi-gaimartha.html", "headline": "საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა", "datePublished": "2017-10-18 14:07:00", "dateModified": "2017-10-18 14:07:00", "description": "ერევანში, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსუ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/dondua.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ერევანში, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, სომხეთის მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შავარშ ქოჩარიანი.

”მხარეებმა დეტალურად განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი. კმაყოფილებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის აქტიური პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთქმედება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მაღალი დონის ვიზიტების ინტენსიურ დინამიკასა და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე.

მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონსა და გლობალურად მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენები.

კონსულტაციების ფარგლებში შედგა ორმხრივი საერთაშორისო სამართლებრივი ბაზის ინვენტარიზაცია”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ კონსულტაციების შემდეგი რაუნდი საქართველოში 2018 წელს გაიმართება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 685
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია