დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ივანიშვილი: "პოლიცია იცავს ოპოზიციაში მყოფ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებსა და აქტივისტებს"
ავტორი:
2013/სექტემბერი/19 18:44:02
ხელისუფლებებს აქვთ ხოლმე ცდუნება, რომ დაიმორჩილონ სასამართლო, ჩვენ კი, ნაბიჯ-ნაბიჯ სასამართლოს რეფორმით დავიწყეთ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.  "დღეს შემიძლია თამამად ვთქვა, სასამართლო თავისუფალია ხელისუფლების ზეწოლისაგან და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვკადრულობთ და არც ვიკადრებთ სასამართლოს საქმიანობაში ჩარევას, დავაკვირდეთ, არის თუ არა სასამართლო საბოლოოდ თავისუფალი ძველი ხელისუფლების ზეგავლენისგან", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე თქმით, სასამართლომ უნდა გამოყენოს ხელისუფლების მიერ მიცემული შანსი და ბოლომდე გათავისუფლდეს ნებისმიერი ზეგავლენისგან. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მხოლოდ ასეთი სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება, ყველა მოქალაქის მიერ პატივსაცემი. "ყველა სასამართლოს გადაწყვეტილება მოსაწონია თუ არა, ყველასთვის უნდა იყოს მისაღები, აი ასეთი სასამართლო გვჭირდება ჩვენ", - განაცხადა ივანისვილმა. პრემიერის განცხადებით, ერთწლიანი მმართველობის პერიოდში მისმა მთავრობამ მოახერხა ის, რომ პოლიცია დეპოლიტიზებულია და ხალხის სამსახურში დგას. მისივე თქმით, ეს არ იყო ადვილი საქმე. „ყველას ახსოვს შარშანდელი წინასაარჩევნო პერიოდი. თუ როგორ უსწორდებოდნენ ჩვენს მხარდამჭერებსა და აქტივისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ზონდერბრიგადები. მაშინ პოლიცია ხალხს კი არ იცავდა, არამედ ხშირად აღმართავდა ხელს, ოპოზიციურად განწყობილი საკუთარი მოქალაქეების მიმართ. ძნელია როგორ უშენდნენ ხელს, ყველასთვის საყვარელ და საამაყო ადამიანსაც კი, კახი კალაძეს. სხვებსაც, რომელთა ერთადერთი დანაშაული იყო ის, რომ ხმამაღლა აკრიტიკებდნენ მოძალადე ხელისუფლებას. ახლა საქმე სხვაგვარადაა, პოლიცია იცავს ოპოზიციაში მყოფ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებსა და აქტივისტებს, რადგან ძალიან ბევრია გამწარებული ადამიანი და ჯერ კიდევ დიდია ანგარიშსწორების სურვილი“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1069
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია