დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ჟოზე მანუელ ბაროზო თბილისშია
ავტორი:
2014/ივნისი/12 18:30:02
ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო თბილისშია. მისი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. ჟოზე მანუელ ბაროზოსთან ერთად საქართველოში გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე ჩამოვიდა.
თბლისის საერთაშორისო აეროპორტში მაღალი რანგის სტუმრებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და ევროკავშირში საქართველოს ელჩი ნატა საბანაძე დახვდნენ.
აეროპორტიდან ჟოზე მანუელ ბაროზო ავლაბრის სასახლეში გაემართება, სადაც საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდება, რომლის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ხვალ კი ევროკომისარი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის საინვესტიციო კონფერენციას გახსნის. ხვალვე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომლის დასრულების შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
ჟოზე მანუელ ბაროზო საქართველოს ხვალ დატოვებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1064
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია