დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
იტალიელი სენატორი - საქართველო დიალოგის მეშვეობით ეძებს რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობის აშენებას
ავტორი:
2014/სექტემბერი/20 16:30:03
სენატორმა კარლო ჯოვანარდმა იტალიის სენატში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს შესახებ ისაუბრა.
სენატორის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თავის მთავრობასთან ერთად, ძალისხმევას არ იშურებს, მხარი დაუჭიროს დემოკრატიულ რეფორმებს იმ სტრატეგიული გეგმას, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვასა და უფრო დამოუკიდებელი და პასუხისმგებელი სასამართლო სისტემის შექმნას ითვალისწინებს.
მან ასევე ისაუბრა ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე.
მისი თქმით, მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში, ასევე აღმოსავლეთ ევროპაში სულ უფრო და უფრო სერიოზული ხდება. საერთაშორისო თანამეგობრობა კი სულ უფრო და უფრო შეშფოთებულია, რომ დაძაბულობა შეიძლება ახალ კონფლიქტებში გადაიზარდოს.
"ჩვენ მესამე მსოფლიო ომის მხილველები ვართ, ოღონდ გარკვეულ ადგილებში" - ასეთი იყო პაპი ფრანჩესკოს ხმამაღალი განცხადება, რომელიც მან წინა დღეებში ერთ-ერთი გამოსვლისას გააკეთა იმ დაძაბული ვითარების სამხილებლად, რომელიც მსოფლიოს ბევრ კუთხეშია შექმნილი, კერძოდ, ევროპის საზღვრებთან, ახლო აღმოსავლეთში და აღმოსავლეთ ევროპაში.
სამწუხაროდ, ამგვარი ვითარების კონკრეტული ფაქტი რამდენიმე წლის წინ კავკასიაში, რუსეთ-საქართველოს ომი გახლდათ. მაშინ, საერთაშორისო დიპლომატიამ, დასავლეთის ქვეყნების მთავრობების და ევროკავშირის ერთობლივი ქმედებითა და მხარდაჭერით შეძლო იმ ეპიზოდში თავისი მოვალეობის შესრულება - მოახერხა კონფლიქტის ცეცხლის ჩაქრობა და მისი გაფართოების თავიდან აცილება, რასაც მთელი რეგიონის გეოპოლოტიკური ბალანსის დაღვევა მოჰყვებოდა თან.
დღესაც, კვლავ ვდგავართ უკრაინის კრიზისის გამძაფრების საფრთხის წინაშე, რომელმაც შეიძლება კითხვის ქვეშ დააყენოს არამარტო იმ ქვეყნის ერთიანობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, რომელმაც საკუთარი თავისუფლება ხელახლა მოიპოვა, ასევე არსებული მსოფლიო წონასწორობა.
კიდევ ერთხელ, როგორც ამას პაპი ფრანჩესკო მოითხოვს, საერთაშორისო დიპლომატიამ უნდა მიმართოს დიალოგისა და პასუხისმგებლობის თავის თავზე აღების გზას და ყური დაუგდოს არა იმდენად ხელისუფლების ხელში ჩაგდების მსურველთა ხმას, რამდენადაც იმ ხალხებს, რომელთაც თვითგამორკვევის სურვილის გამოხატვისას აირჩიეს დემოკრატიური და დასავლური ფასეულობების სისტემები.
კავკასიის ერთი პატარა სახელწიფოს - საქართველოს გამოცდილება ძალიან მიმანიშნებელია ამ თვალსაზრისით. მიუხედავად რუსეთის ზეწოლისა, საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერით, მისმა ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხმამაღლა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის მიზანია ევროკავშირთან და ნატო-სთან ინტეგრაცია. ამ მიმართულებით, ამა წლის 27 ივნისს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ხელმოწერილ იქნა ისტორიული ხელშეკრულება ასოციაციის შესახებ, როლმიც ითვალისწინებს ევროკავშირთან ფართო თანამშრომლობასა და თავისუფალ ვაჭრობას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თავის მთავრობასთან ერთად, მთელ თავის ძალისხმევას არ იშურებს, რომ მხარი დაუჭიროს დემოკრატიული რეფორმებს იმ სტრატეგიული გეგმას, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის უფლებების დაცვასა და უფრო დამოუკიდებელი და პასუხისმგებელი სასამართლო სისტემის შექმნას. ამ სახელმწიფოს საერთაშორისო რეპუტაცია, და ინფორმაცია მასში მიმდინარე პროცესებზე თავის მტკიცებულებას პოულობს ქვეყნის სრულ თანამონაწილეობაში ნატო-ს პროექტებში, რაც ავღანეთში ISAF-ის მისიაში თავისი წვლილის შეტანით და ასევე, ცენტრალურ აფრიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიაში მონაწილეობის მიღებით გამოიხატება.
ასეთია ევროპის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ამბიციური პროექტები, რომელიც მისი მთავრობის გაწონასწორებულ პოლიტიკაზე და ჯანსაღ გონებაზე მეტყველებს. დღესდღეობით საქართველომ, ამგვარი ქმედებების წყალობით მიაღწია სრულ მოწიფულობას ევროკავშირის ქვეყნების ხალხებთან სულ უფრო მდიდარი დიალოგში, რომელთა ისტორიის, კულტურისა და ზნეობრივი ფასეულობების ნაწილსაც თავად შეადგენს. მაგრამ ამავდროულად, სწორედ დიალოგის მეშვეობით საქართველო ეძებს კონსტრუქციული ურთიერთობის აშენებას რუსეთთან, ომის გზით ხალხთა შორის კონფლიქტების გადაწყვეტაზე უარის თქმითა და სწორედ თვითდამკვიდრების, თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკური გზებით ძიების ინტენსიფიკაციით.
საქართველოს განზრახვაში არ შედის ახალი დაძაბულობების კერების შექმნა, არამედ სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერა და გაძლიერება, მისი მიზანი ევროპასთან სრული ინტეგრაციაა, იმ ევროპასთან, რომელმაც იგი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა 1992 წელს.
იტალიამ, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანამ უნდა შეიტანოს თავისი წვლილი იმ ფასეულობების წარმოსაჩენად, რომელთაც ხელი შეუწყვეს ევროპის სოციალურ-კულტურულ და ეკონომიკურ განვითარებას, თავისუფლების, დემოკრატიისა და ადამიანთა უფლელბების დაცვის მეშვეობით", - განაცხადა სენატორმა კარლო ჯოვანარდმა.
სენატორის სიტყვით გამოსვლას მთვარობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 798
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია