დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია" - პრეზიდენტი დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას არასათანადო პასუხისმგებლობით ეკიდება
ავტორი:
2014/ოქტომბერი/25 16:00:02
"საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის" განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას არასათანადო პასუხისმგებლობით ეკიდება.
"საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია" პრეზიდენტის მიერ 28 ოქტომბერს დაგეგმილ უშიშროების საბჭოს სხდომის დანიშვნასთან დაკავშირებულ დისკუსიას ეხმაურება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ასოციაციიდან აცნობეს, ასოციაცია ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის 69-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი არის ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი.
"პრეზიდენტს ენიჭება ეროვნული უშიშროების საბჭოს საქმიანობის წარმართვის უფლებამოსილება, რაც გულისხმობს იმას, რომ უშიშროების საბჭოს მოწვევის საჭიროებას განსაზღვრავს სწორედ პრეზიდენტი. ამისდა მიუხედავად, კონკრეტული ფაქტების გათვალისწინებით, ჩნდება ეჭვი, რომ პრეზიდენტი თავის უფლებამოსილებას იყენებს პირადი მიზნებით და არ მოქმედებს სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით. აღნიშნული ეჭვის საფუძველს იძლევა სწორედ საბჭოს შეკრების მიზეზი, კერძოდ დე-ფაქტო აფახაზეთისა და რუსეთის "მოკავშირეობასა და ინტეგრაციის" შესახებ შეთანხმების პროექტი, რომელზე საუბარიც 13 ოქტომბრიდან მიმდინარეობს. გაურკვეველია, რატომ დანიშნა პრეზიდენტმა საბჭოს სხდომა აღნიშნული საკითხის წამოჭრიდან 15 დღის შემდგომ, 28 ოქტომბერს და რატომ არ დადგა დღის წესრიგში, პირველ ადგილას, სწორედ აღნიშნული პრობლემის მოგვარება", - აცხადებენ ასოციაციაში.
ასოციაციის ინფორმაციით, ასევე, გაურკვეველია რატომ ვერ მოხდა ეფექტური კოორდინაცია პრეზიდენტსა და საბჭოს მუდმივმოქმედ წევრებს შორის, ვინაიდან აღნიშნული პირების განცხადებით, მათ მიწვევა სხდომამდე მხოლოდ სამი დღით ადრე მიუვიდათ, მაშინ როდესაც თავდაცვის მინისტრს, გენერალური შტაბის უფროსს და სხვა მუდმივმოქმედ წევრებს ამ დროისთვის უკვე მნიშნელოვანი შეხვედრები ჰქონდათ დაგეგმილი ქვეყნის პარტნიორებთან.
"დაპირისპირებაზე და პირადი ინტერესების პრიორიტეტულობაზე მეტყველებს ის გარემოებაც, რომ მეორე მხრივ, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებით მიწვევის გაგზავნის ვალდებულება არ არსებობდა, თუმცა მოწვევები გაგზავნილი იყო 11 დღით ადრე", - განმარტავენ ასოციაციაში.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ორგანიზაცია მითითებას აკეთებს საქართველოს კონსტიტუციაზე, რომელიც სახელმწიფო ორგანოებს შორის ეფექტურ კოორდნაციასა და ურთიერთთანამშრომლობის ვალდებულებას ითვალისწინებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 997
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია