დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სატრანსპორტო პროფკავშირი ფართომასშტაბიანი აქციის ჩატარებას გეგმავს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/01 15:32:02
საქართველოს სატრანსპორტო პროფესიული კავშირების გაერთიანება, ბათუმში ფართომასშტაბიანი აქციის გამართვას გეგმავს. სატრანსპორტო პროფკავშირების წარმომადგენლებმა, ბათუმში გუშინ მომხდარი ინციდენტი ძალადობად შეაფასეს.   როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე, პროფკავშირების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ირღვევა დასაქმებულთა უფლებები და ისინი საკითხის გამოძიებას ითხოვენ. მათი თქმით, "მძღოლებს აშინებენ და პროფკავშირების დატოვებას სთხოვენ". სატრანსპორტო პროფკავშირების თავმჯდომარის, ლავრენტი ალანიას განცხადებით, გამაფრთხილებელი ბრიფინგები სხვადასხვა რეგიონებში გაიმართება და მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ერთიანი გაფიცვა მოეწყობა. გუშინ ბათუმში, მძღოლები და სატრანსპორტო სამსახურის კონტროლის უფროსი, მერაბ ღოღობერძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მძღოლები სატრანსპორტო სამსახურისგან ხელფასების მომატებას ითხოვდნენ.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1220
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია