დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ალექსი პეტრიაშვილი - საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას უპირობო მხარდაჭერა აქვს
ავტორი:
2014/თებერვალი/27 00:00:02
საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას უპირობო მხარდაჭერა აქვს, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებელის" ეთერში განაცხადა, რითაც აშშ-ში სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი შეაფასა.
მისივე განმარტებით, საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდასაჭერად სპეციალური რეზოლუციაც შეიქმნა. "გულწრფელად ვიტყვი, უკრაინის მოვლენებმა გავლენა იქონია, მაგრამ უკვე აბსოლუტური ერთსულოვნებაა ჩამოყალიბებული, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება უნდა დაჩქარდეს და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს", _ აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრის თქმით, რუსეთს არ სურს იხილოს საქართველო ევროატლანტიკურ სივრცეში და მავთულხლართების გაბმის განახლების პროცესიც აღნიშნულს უკავშირდება.
პეტრიაშვილმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გამოსწორების პროცესში ამერიკის აქტიურ მხარდაჭერასაც გაუსვა ხაზი. "შეხვედრებზე პრემიერმა ითხოვა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის დიალოგის წარმართვისას საქართველოს თემა მუდმივად წინა პლანზე იყოს, რადგან საქართველოს დღეს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება მხარდაჭერა", –აღნიშნა მან.
გარდა ამისა, პეტრიაშვილის შეფასებით, პრემიერის მიერ შეერთებული შტატების უმაღლეს ხელმძღვანელობასთან - პრეზიდენტთან, ვიცე-პრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან შეხვედრისას რუსეთთან ურთიერთობაზე მთავარი აქცენტის დასმა და ამ კუთხით საერთაშორისო დიპლომატიური დახმარების საჭიროება ამერიკულმა მხარემაც გაიზიარა.
სახელმწიფო მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიმართ თბილი დამოკიდებულება სხვადასხვა სიმბოლურ დეტალებშიც ჩანს. მაგალითისთვის მან დაასახელა უცნობი ჯარისკაცის საფლავზე პრემიერის მისვლის ცერემონია, სადაც 350-მდე საზღვაო ქვეითი იყო საპატიო ყარაულში.
"საღამოს კი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლამდე ის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა სენატორმა მერფიმ წარადგინა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ყველა მაღალჩინოსანს ასე არ ხვდებიან", - დასძინა პეტრიაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს განუცხადეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს, ნებისმიერ დროს, შეუძლია მათთან ტელეფონით დაკავშირება და ნებისმიერ საკითხზე მსჯელობა.
ალექსი პეტრიაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სამი თვის დანიშნულ პრემიერთან აშშ-ის პრეზიდენტის შეხვედრა ჩვეული ნორმა არ არის.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 972
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია