დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვიქტორია ნულანდი ირაკლი ალასანიას შეხვდა
ავტორი:
2013/დეკემბერი/06 14:00:02
საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, გენერალური შტაბის უფროსმა , გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და მათმა მოადგილეებმა მიიღეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დასაწყისში თავდაცვის მინისტრმა ვიქტორია ნულანდს ამერიკული მხარის მიერ დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციის პროცესში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
"მხარეებმა თავდაცვის სფეროში საქართველო-ამერიკის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ირაკლი ალასანიას თქმით, აგვისტოში მას ნაყოფიერი ვიზიტი ჰქონდა ვაშინგტონში, სადაც აშშ-ის მხარესთან გაღრმავებული სამხედრო თანამშრომლობით", - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ვიქტორია ნულანდი უკვე შეხვდა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1129
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია